Google – ის საძიებო სისტემის გავლენა ბიტკოინის ფასის ზრდის პროგნოზირებაზე – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (6/08/2018 – 12/08/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » Google – ის საძიებო სისტემის გავლენა ბიტკოინის ფასის ზრდის პროგნოზირებაზე – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (6/08/2018 – 12/08/2018)
13/08/2018
Google – ის საძიებო სისტემის გავლენა ბიტკოინის ფასის ზრდის პროგნოზირებაზე – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (6/08/2018 – 12/08/2018)

Google – ის საძიებო სისტემის გავლენა ბიტკოინის ფასის ზრდის პროგნოზირებაზე

ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს (National Bureau of Economic Research – NBER) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტების საბაზრო ტენდენციები/მერყეობა განისაზღვრება მათ მიერ მოპოვებული ყურადღების ტიპის მიხედვით – რაც განსხვავდება ტრადიციული ფინანსური ბაზრების ქცევისაგან. ფართოდ გავრცელებული ფინანსური ბაზრებისაგან განსხვავებით, კრიპტოვალუტები არ რეაგირებენ ისეთივე საბაზრო ფაქტორებზე, როგორზეც რეაგირებენ ტრადიციული ფინანსური ინტრუმენტები. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ისინი მერყეობენ ე.წ. „კრიპტოვალუტებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფაქტორების“ მიხედვით. აღნიშნული ფაქტორები მოიცავენ ინვესტორების ყურადღებასა და საბაზრო მომენტს, რაც აღწერილია როგორც „კრიპტოსავალუტო მომენტების დროითი მწკრივებით ერთი დღის და ერთი კვირის სიხშირეების მიხედვით“. ნაშრომის ავტორები, იელის უნივერსიტეტის ეკონომისტები იუკუნ ლიუ და ალე ცივინსკი ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი აზრისაგან განსხვავებით, ზოგადად კრიპტოვალუტები არ მიეკუთვნებიან სტანდარტული აქტივების კლასებს.

მრავალი წლის ჭრილში, ფასების მონაცემთა მწკრივების გამოყენებით, ნაშრომში შედარებულია რეალური და დაგეგმილი უკუგებები სტანდარტული ფინანსური ფასდადების მოდელის გამოყენებით, რომელიც CAPM (Capital Asset Pricing Model) მოდელის სახელით არის ცნობილი. ავტორები კრიპტოვალუტების უკუგებას ადარებენ ტრადიციული ვალუტებისა (ევროს) და ძვირფასი მეტალების (ოქროს) უკეგებებს და ამავდროულად ითვალისწინებენ მრავალ მაკროეკონომიკურ ფაქტორს – მათ შორის მოხმარების ზრდას. აღნიშნული ფაქტორების გათალისწინებით, არსებითად, ფასის ზრდა მომდევნო ერთი, სამი, ხუთი ან ექვსი დღისათვის შესაძლებელია ვიწინასწარმეტყველოდ მხოლოდ ერთი დღის უკუგების მოცულობის მიხედვით, მაშინ როცა ერთი კვირის უკუგება შესაძლოა განისაზღვროს ერთი, ორი, სამი ან ოთხი კვირის საბაზრო მონაცემების მერყეობის მიხედვით.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ საძიებო ქმედებების აქტიურობას საძიებო ფორუმებსა (როგორიცაა Google) და სოციალური მედიის ვებ გვერდებზე (როგორიცაა Twitter). მკვლევარებმა აჩვენეს რომ, საძიებო სისტემაში საკვანძო სიტყვების (როგორიცაა „ბიტკოინი“) ერთი ერთეული სტანდარტული გადახრით ზრდამ, ერთ ერთეულ კრიპტოვალუტაზე მცირედი ფასის ზრდა იწინასწარმეტყველა მომდევნო კვირებისათვის. ანგარიშის მიხედვით, საშუალოდ, საკვანძო სიტყვების გამოყენების ერთი ერთეული სტანდარტული გადახრით ზრდა 2.75 პროცენტით ზრდის კრიპტოვალუტის (იგულისხმება ბიტკოინი) ფასს. ანალოგიურად, კრიპტოვალუტებთან დაკავშრებული Twitter – ის პოსტების ერთი ერთეული სტანდარტული გადახრით ზრდა 2.5 პროცენტით ზრდის ბიტკოინის ფასს. მეორეს მხრივ, საკვანძო სიტყვის „ბიტკოინის გატეხვა (bitcoin hack)“ ძიების ერთ ერთეული სტანდარტული გადახრით ზრდა მცირედით ამცირებს ბიტკოინის ფასს.[1]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (6/08/2018 – 12/08/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

 ბიტკოინი / Bitcoin

ბოლო დროის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მისი ფასი კვირის დასაწყისში მაღალი იყო და კვირის ბოლოს მან შესამჩნევად დაიკლო. კვირის დასაწყისში ფასი  6,951.80 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,322.69 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში, 6 აგვისტოს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმანდე ფასი 9 % – ით შემცირდა, რაც 6 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით შემცირებას ასახავს.

 

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 121.43 მილიარდი აშშ დოლარიდან 108.11 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის შემცირებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 122 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალია. ზოგადად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩენებლიდან მინიმალურ დონემდე პროცენტული ვარდნა 12 % – ს გაუტოლდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 566.77 $ – სა და 692.63 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა შედარებით სტაბილური იყო. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალური მაჩვენებლიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ფასის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 570.96 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, ფასის შემცირება მაქსიმალური ფასის ნიშნულიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე 18 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 6 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით 12.28 მილიარდი აშშ დოლარიდან 9.76 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 12 აგვისტოს დაფიქსირდა 9.76 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 12.28 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმუმამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 21 % – ს გაუტოლდა.

  ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 319.57 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 6 აგვისტოს დაფიქსირდა და დაახლოებით 406.66 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე შემცირება 16 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 41.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 22 % – ს აღწევს.

 რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია, თუმცა მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში ყველა სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.30 $ – სა და 0.41 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 12 აგვისტოს, ხოლო ყველაზე მაღალი 6 აგვისტოს დაფიქსირდა 0.41 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 28 % – ით შემცირდა.

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 17.05 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმსლური კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 31 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები რიპლის მსგავს მერყეობას აფიქსირებს. მისი ფასი კვირის დასაწყისიდან ბოლომდე კლების ტენდენციას აჩვენებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 73.89 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 59.33 % – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ცვლილებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე -20 პროცენტული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

 

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია განსხვავებულია. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.37 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 22 % – ით შემცირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 6 აგვისტოს დაფიქსირდა და 4.33 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად ვარდება  და კვირის ბოლოსკენ იგი უმნიშვნელოდ განაგრძობს შემცირებას. მაქსიმალური მაჩვენებელი 6 აგვისტოს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 11 აგვისტოს 166.40 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალირ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 17 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ასევე, ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის შუა დასაწყისში 1.71 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 12 აგვისტოს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 20 % – ს გაუტოლდა.

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 6 აგვისტოს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 61 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 21 %) და რიპლი (დაახლოებით 9%) ინაწილებენ.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (16/07/2018)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საგრძნობლად შეიცვალა, რადგან ბიტკოინმა შესამჩნევი ცვლილებები განიცადა სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით. 12 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 65 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 19 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (22/07/2018)

მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ბიტკოინ გადახდების განხორციელება

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ კალიფორნიაში არსებულმა ბიზნეს და ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ „ინტუიტ“ – მა მოიპოვა პატენტი ბიტკოინებით ანგარიშწორების განხორციელებაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. პატენტი, რომელიც წინა კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო აქციზების ოფისის (USPTO) მიერ გამოქვეყნდა, დეტალურად აღწერს თუ როგორ იქნება შესაძლებელი მომხმარებლებს შორის კრიპტოვალუტის ტრანსფერის განხორციელება ვირტუალური ანგარიშების გამოყენებით. აღნიშნული კომპანია პირველად ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც მან პირველი პატენტი მოიპოვა ე.წ. „სწრაფი ჩანაწერებით ბიტკოინის გადახდები“ – ს მომსახურების შეთავაზებაზე, რომლის მეშვეობითაც მცირე ზომის ბიზნესებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ ანგარიშწორება კრიპტოვალუტებში ქაღალდის ფულის სანაცვლოდ.

მოკლე ტექსტური შეტყობინებით გადახდის რატიფიკაცია სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით განხორციელდება. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, გადახდა მოითხოვს კოდს რომელიც მომხმარებლის ანგარიშზე იქნება მიბმული. სხვა მეთოდი კი გაითვალისწინებს მომხმარებლის ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას რატიფიცირების პროცესის უსაფრთხოების გასამკაცრებლად. იმ შემთხვევაში თუ სისტემის მიერ უკან დაბრუნებული ხმოვანი შეტყობინება მომხმარებლის მხრიდან უპასუხო დარჩება – ეს ავტომატურად გააუქმებს ტრანზაქციას და აღიქმება როგორც ანგარიშის გატეხვის პოტენციური საფრთხე (რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ზომები).

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია დიდი ხანია მუშაობს ბიტკოინებით გადახდების განხორციელების პროცესორების დახვეწაზე. 2014 წლიდან მოყოლებული, მან განაგრძო გადახდების პლატფორმის განვითარება და ზემოთ ხსენებულ სიახლესთან ერთად კომპანიამ გადახდების პროვაიდერ Veem – თან პარტნიორობით დაიწყო კრიპტოვალუტებით საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების პლატფორმის გაუმჯობესება.[2]

 

[1] წყარო: https://www.coindesk.com/google-search-can-predict-bitcoin-price-increases-study-finds/

[2] წყარო: https://www.coindesk.com/intuit-scores-patent-for-processing-bitcoin-payments-with-text-messages/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved