HTC – ის ბლოკჩეინ ინოვაცია-გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (21/10/2018 – 28/10/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » HTC – ის ბლოკჩეინ ინოვაცია-გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (21/10/2018 – 28/10/2018)
29/10/2018
HTC – ის ბლოკჩეინ ინოვაცია-გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (21/10/2018 – 28/10/2018)

HTC – იმ ახალ ბლოკჩეინ ტელეფონზე პრე – გაყიდვები გამოაცხადა და მისი ყიდვა მხოლოდ კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი

პირველი ანდროიდ – მოწყობილობის გამოშვებიდან ათწლეულის შემდეგ, გლობალურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა HTC – იმ ოფიციალურად განაცხადა ახალი ბლოკჩეინთან დაკავშირებული მობილური ტელეფონის გამოშვების შესახებ. სამშაბათს, 23 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, HTC Exodus – ის ადრეული წვდომის ვერსია უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისათვის, და ამავდროულად აღნიშნული მოდელი მხოლოდ კრიპტოვალუტებში გაიყიდება. EXODUS 1 – ის სახელით ცნობილი მოწყობილობის (ტელეფონი) შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიტკოინისა და ეთერიუმის გამოყენებით, დაამავდროულად კომპანია პირველი დეკემბრიდან დაიწყებს ახალი მოწყობილობის მომხმარებებისათვის მიწოდებას. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ეძებს დეველოპერებს ადრეული ვერსიის განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად. პრეს – რელიზის მიხედვით ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის ა.შ.შ. – ში, ჰონგ – კონგში, სინგაპურში, ახალ ზელანდიაში, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოებსა და 30 სხვა ქვეყანაში.

HTC- ის დეცენტრალიზებულმა მთავარმა ოფიცერმა ფილ ჩენმა CoinDesk- ს განუცხადა, რომ კომპანია მოელის ბლოკჩეინის საზოგადოებისაგან ე.წ. უკუკავშირს ადრეულ ვერსიასთან დაკავშრებით პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით. მისივე თქმით, ბლოკჩეინ საზოგადოების დახმარებით, მათი ტექნოლოგიები უფრო მეტად დაცული და ქმედითუნარიანი გახდება ხარისხიანი ტესტირებების ჩატარებითა და ექსპერტების მიერ მოწოდებული შენიშვნების გათვალისწინებით. ასევე, ბოლო მონაცემებით, დღესდღეობით 35 მილიონზე მეტი კრიპტო საფულეა დარეგისტრირებული გლობალური მასშტაბით.  HTC EXODUS 1 კი შეეცდება მომხმარებლებს შესათავაზოს დაცული და გამარტივებული წვდომა საკუთარ ანგარიშებთან (და ასევე სხვა მრავალი მომსახურება), რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს EXODUS – ს დროთა განმავლობაში დახვეწოს პროდუქტი და გავიდეს შედარებით ფართომასშტაბიან ბაზარზე. თუმცა ჯერ – ჯერობით HTC – ის ოფიციალურად არ განუცხადებია თუ როდის იქნება ახალი მოწყობილობა ხელმისაწვდომი მასიურად ფართო საზოგადოებისათვის.

რაც შეეხება ახალი პროდუქტის ფუნქციონალურ სიახლეს, EXODUS 1 – ს ჩაშენებული ექნება ე.წ. „უსაფრთხო ანკლავი“, რომელიც შეინახავს მომხმარებლის ანგარიშის კრიპტოვალუტის გასაღებს და დაიცავს მას ანდროიდის ოპერაციული სისტემისაგან. გარდა ამისა, იმ მომხმარებლებისათვის რომლებიც დაკარგავენ ტელეფონს ან დაავიწყდებათ საკუთარი გასაღები, HTC – იმ ახალ მოწყობილობაში ჩააშენა ე.წ. „სოციალური გასაღების აღდგენის“ პროცესი, რისი მეშვეობითაც მომხმარებლები აირჩევენ რამდენიმე სანდო საკონტაქტო პირს და თითეული მათგანი მოთხოვნის შემდეგ (გარკვეული საფეხურების დაკმაყოფილებისას) შეძლებს მართვის აპლიკაციიდან ანგარიშის გასაღების ჩამოტვირთვას. აღსანიშნავია ისიც, რომ HTC გეგმავს აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისის (APIs) გამოშვებას მესამე მხარის დეველოპერებისათვის, რაც საშუალებას მისცემს EXODUS 1 – ს დაიცვას ანგარიშის გასაღებები და განხორციელებული ტრანზაქციები. ასევე სამუშაო პროცესში იგეგმება პროგრამული კომპლექტის განვითარება (SDK) კრიპტო საფულისათვის, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება იმ პარტნიორებისათვის ვინც ხელს შეუწყობს HTC – ის ბლოკჩეინ ეკოსისტემის გაფართოვებას.[1]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

ბოლო მონაცემების მიხედვით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (22/10/2018 – 28/10/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის შუა პერიოდში მიაღწია და კვირის ბოლოსკენ შუალედური შემცირების შემდეგ ზრდის ტენდენცია განაგრძო. კვირის დასაწყისში ფასი  6,478.80 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,486.39 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვირის ბოლოსკენ, 26 ოქტომბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ფასი 0.3 % – ით შემცირდა, რაც 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით შემცირებას ასახავს.

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 112.39 მილიარდი აშშ დოლარიდან 112.44 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 112.44 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალია. ზოგადად კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაციის ზრდა 0.1 % – ს გაუტოლდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 437.05 $ – სა და 442.66 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინისაგან განსხვავებულ ტრენდს მიყვება. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით დაბალი იყო და შუალედური ზრდის შემდეგ კვირის ბოლოს ისევ შემცირება განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 442.66 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლო მონაცემამდე შემცირება დაახლოებით 0.4 % – ს მიუახლოვდა.

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 22 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით 7.62 მილიარდი აშშ დოლარიდან 7.65 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 22 ოქტომბერს დაფიქსირდა 7.62 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 7.79 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან კვირის ბოლომდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 2 % – ს გაუტოლდა

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 202.72 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 28 ოქტომბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 205.37 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მაქსიმალურამდე ზრდა 1 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 21.03 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მინიმალური მონაცემიდან კვირის ბოლომდე ზრდა დაახლოებით 1 % – ს აღწევს.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.45 $ – სა და 0.46 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 24 ოქტომბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 23 ოქტომბერს დაფიქსირდა 0.46 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 1 % – ით გაიზარდა (რაც 22 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე ფასის ზრდას ასახავს).

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 18.46 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა ზრდამ მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 2 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები ბიტკოინ ქეშის მსგავს დინამიკას იმეორებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 51.72 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 51.94 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ზრდამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 0.4 % – ული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.05 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 1 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის შუაში 25 ოქტომბერს დაფიქსირდა და 3.09 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად მაღალია, თუმცა კვირის ბოლოსკენ მისი მნიშვნელობა უმნიშვნელოდ მატულობს. მაქსიმალური მაჩვენებელი 28 ოქტომბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 27 ოქტომბერს 153.07 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 2 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.31 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 23 ოქტომბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 1 % – ს გაუტოლდა.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (22/10/2018)საბაზრო

ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 22 ოქტომბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 69 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 11 %) ინაწილებენ.

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (28/10/2018)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საერთოდ არ შეცვლილა. 28 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 69 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 11 %) ინაწილებენ.

იაპონიის კრიპტო ბირჟების (გაცვლის) ჯგუფმა კრიპტო სივრცის თვითრეგულირების სამართლებრივი სტატუსი მოიპოვა

იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტომ (FSA) კრიპტოვალუტების გაცვლის ასოციაცია ოფიციალურად დაამტკიცა როგორც აღნიშნული ინდუსტრიის თვითრეგულირების ორგანო. ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხდვით, FSA – იმ აკრედიტაცია გასცა იაპონური ვირტუალური ვალუტის გაცვლის ასოციაციაზე (JVCEA), როგორც „სერტიფიცირებული ფონდის ანგარიშსწორების ბიზნეს ასოციაცია“ და აღნიშნული სტატუსი ახლად შექმნილ ორგანოს უფლებას აძლევს ორგანიზება გაუწიოს ქვეყნაში კრიპტოვალუტების გაცლის წესებს და აუცილობლობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი სადამსჯელო ქმედებები შემუშავებული წესების დარღვევის შემთხვევაში. მიუხედავდ იმისა, რომ ჯგუფს ჯერ ჯერობით არ გამოუქვეყნებია ბირჟაზე ქცევის წესები, როიტერის ბოლო მოხსენების მიხედვით, აღნიშნულმა ორგანომ შეიძლება მოთხოვოს წევრს გაცვლით ერთეულებს სხვადასხვა ბანკებში დეპოზიტებისა და სამთავრობო ობლიგაციების ქონა. აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს, ბირჟების ჰაკერების მიერ გატეხვის შემთხვევაში, დაზარალებული მომხმარებლების კომპენსირებისათვის საკმარისი სახსრების არსებობას. ზემოთხსენებული ასოციაცია შეიქმნა იაპონიაში მოქმედი 16 ლიცენზირებული კრიპტო სავაჭრო პლატფორმის მიერ, რაც 2018 წლის დასაწყისში 530 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ზარალის გამოძახილს წარმოადგენს (რომელიც სისტემის გატეხვის შედეგად იზარალა ქვეყანამ).

ცოტა ხნის წინ, Zaif – ის კრიპტო ბირჟამ, რომელიც 16 ლიცენზირებული პლატფორმიდან ერთ-ერთია, სისტემის გატეხვის შედეგად 60 მილიონი ა.შ.შ. დოლარი იზარალა, რის გამოც მოუწია სხვა კომპანიასთან შეერთება დაზარალებული მომხმარებლებისათვის სათანადო კომპენსაციის სახსრების უქონლობის გამო. ასოციაცია ასევე გამოვიდა სხვა წინადადებითაც, რომელიც მოიცავს რეგულარული აუდიტის ჩატარებას კრიპტო პლატფორმებზე და გასასესხებელი თანხის შეზღუდვას ზღვრულ მოვაჭრეებზე. ასევე, FSA – მ განაცხადა რომ ბოლო დროს აღინიშნება კომპანიების მზარდი რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსაგან ითხოვენ კრიპტოვალუტი გაცვლის წარმართვის ლიცენზიას. შედეგად, სააგენტომ განაახლა იმ მოთხოვნების სია, რომლის დაკმაყოფილებაც მოუწევთ ლიცენზიების მოპოვების მსურველ კომპანიებს. ამ ეტაპზე, გაცვლითმა ერთეულებმა უნდა დააკმაყოფილონ 83 გვერდიანი Q&A ფორმა, რომელიც მოიცავს ისეთ დეტალებს როგორიცაა კრიპტო რეზერვები, შეთავაზებული სავაჭრო წყვილები და მაქსიმალური ლევერიჯის განაკვეთი ზღვრული ვაჭრობისას. FSA – ს დოკუმენტზე დაყრდნობით, განხილვის პროცესი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ბირჟების მიერ უზრუნველყოფილ უსაფრთხოების საზომებზე, კერძოდ, მათი პლატფორმა დაფუძნებულია ე.წ. ინ – ჰაუს (in-house) მეთოდზე თუ ისინი იყენებენ მესამე მხარის სააგენტოებს მომხმარებლებთან ურთიერთობისას და მარკეტინგიული საქმიანობის განხორციელებისას. მათსავე თქმით, მოთხოვნის წერილობითი წარდგენის შემდეგ, სააგენტო ასევე განახორციელებს კრიპტო პლატფორმების ადგილზე (on – site) ინსპექტირებას დარღვევების თავიდან ასაცილებლად.[2]

 

 

[1]  წყარო: https://www.coindesk.com/htc-will-start-shipping-the-exodus-blockchain-phone-in-december/

[2] წყარო: https://www.coindesk.com/japanese-crypto-exchange-group-gets-legal-status-to-self-regulate-industry/

 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved