ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH) თუ დოჯქოინი (DOGE)? რომელს უფრო წარმატებული 2021 წელი აქვს?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH) თუ დოჯქოინი (DOGE)? რომელს უფრო წარმატებული 2021 წელი აქვს?
06/05/2021
ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH) თუ დოჯქოინი (DOGE)? რომელს უფრო წარმატებული 2021 წელი აქვს?

2021 წლის დაწყებასთან ერთად, მარკეტზე #1 კრიპტოვალუტა – ბიტკოინი (BTC), 89% ზრდის შემდეგ, $60,000 ნიშნულს გადასცდა. ბიტკოინი (BTC) არ აღმოჩნდა ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომლის ინვესტორებისთვისაც 2021 წელი ძალიან მომგებიანი გახდა.

ყურადღების ქვეშ ასევე მოექცა ეთერიუმი (ETH), რომელიც წლის დაწყებასთან ერთად 343%-ით გაზარდა და მის უმაღლეს ნიშნულს – $3,500-ს მიაღწია. deVere Group-ის გენერალური დირექტორის, ნიგელ გრინის განცხადებით, ეთერიუმმა (ETH) სულ მალე შესაძლოა $5,000 ნიშნულსას მიაღწიოს.

How_to_buy_bitcoin

თუ ეთერიუმი (ETH) მსგავსი სისწარაფით გააგრძელებს ზრდას და $5,000-ს მიაღწევს, მისი ზრდა მაინც არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც დოჯქოინს (DOGE) ჰქონდა.

მარკეტზე #4 კრიპტოვალუტა – დოჯქოინი (DOGE), რომელიც თავდაპირველად როგორც ხუმრობა ისე იყო შექმნილი, დღეს უამრავი კრიპტომოყვარულის საყვარელი კრიპტოა. 2021 წლის დაწყებიდან დღემდე მისმა ზრდამ 9,700% შეადგინა და $0.007-დან მის უმაღლეს ნიშნულს – $0.69-ს მიაღწია.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

უფრო მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, წლის დასაწყისში, ზემოთ ხსენებული კრიპტოვალუტები $100-ით რომ გეყიდა, შენი მოგება მათი ფასის პიკში ასეთი იქნებოდა:

ბიტკოინი (BTC) – $221

ეთერიუმი (ETH) – $461

დოჯქოინი (DOGE) – $9,857

რას ფიქრობ, წლის ბოლომდე როგორ შეიცვლება ეს რიცხვები?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved