წარმოგიდგენთ MyCoins-ის განახლებულ ვებგვერდს, სადაც ყოველი დეტალი, შენს კომფორტზეა მორგებული.
მოდი, პატარა მიმოხილვას გაჩვენებთ.
განახლებული დიზაინი თითოეულ სერვისს ადვილად ხელმისაწვდომს ხდის, რაც ყველანაირი ტრანზაქციის განხორციელებას გაგიმარტივებს.
გაინტერესებს როგორ ხდება MyCoins-ის ახალ ვებგვერდზე კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვა?
მარტივად – უბრალოდ დააჭირე „ყიდვა/გაყიდვის“ ღილაკს მენიუში და შეავსე მოცემული დეტალები.
თითოელი ვალუტის ფასის ცვლილებას, უკვე ახლად დამატებული ფასის ჩარტით შეგიძლია ადევნო თვალი:

სასურველი ვალუტის, რაოდენობის და გადახდის მეთოდის მითითების შემდეგ, დააჭირე „ყიდვას“ და გილოცავ! შენ უკვე კრიპტოვალუტის მფლობელი ხარ!
კრიპტოს გაგზავნა
თუ კრიპტოვალუტის გაგზავნა გადაწყვიტე „ მიმღების მისამართში“ + – ის დაჭერის შემდეგ დაამატე მიმღების კრიპტო საფულის მისამართი „თეთრ სიაში“, რათა მოხდეს მისამართის გადამოწმება და ტრანზაქციის სწრაფი და უპრობლემო შესრულება.

დეტალების შევსების შემდეგ, დააჭირე „გაგზავნას“ და სულ ესაა 😊
ეს მხოლოდ სიახლეების ნაწილია, დანარჩენი შეგიძლია თავად შეამოწმო შენს MyCoins-ის პროფილზე და გაგვიზიარო შთაბეჭდილებები.
განახლებული MyCoins-ის ვებგვერდი დიდი სიახლეებით და ახალი კრიპტოვალუტებით გიბრუნდება, რომელთა ყიდვა/გაყიდვა და გაგზავნა ძალიან მალე შეგეძლება!