ეთერიუმი ახალი მოწყობილობის (hardware) შექმნაზე მუშაობას იწყებს-გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (28/10/2018 – 04/11/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ეთერიუმი ახალი მოწყობილობის (hardware) შექმნაზე მუშაობას იწყებს-გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (28/10/2018 – 04/11/2018)
05/11/2018
ეთერიუმი ახალი მოწყობილობის (hardware) შექმნაზე მუშაობას იწყებს-გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (28/10/2018 – 04/11/2018)

ეთერიუმ 2.0 – ისთვის ახალ მოწყობილობის შექმნა იგეგმება

ეთერიუმის ფონდის (Ethereum Foundation) ძალისხმევითა და ბლოკჩეინის მონაცემების შემნახველი ქსელის Filecoin – დახმარებით იგეგმება ახალი სპეციალიზირებული მაინინგ მოწყობილობების შექმნა ეთერიუმის სისტემისათვის. პრაღაში გამართულ დეველოპერების ყოველწლიურ შეხვედრაზე (დევკონში), ეთერიუმის ფონდის მკვლევარმა ჯასტინ დრეიკმა წარმოადგინა ASIC – ის ეგრეთწოდებული წინასწარი აპლიკაციისათვის დამახასიათებელი სპეციფიკურად ინტეგრირებული ერთეულის დიზაინი, რომელიც ხელს შეუწყობს ეთერიუმის ახალი ტექნოლოგიების განვითარებას რომელიც „სასიგნალო შუქურის ჯაჭვის“ (beacon chain) სახელით არის ცნობილი. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. სასიგნალო ჯაჭვი წარმოადგენს შემთხვევითი რიცხვების გენერატორს, და მისგან მოსალოდნელია მომდევნო ძირითადი იტერაციების ფორმირება (ეთერიუმ 2.0 – სთვის) ალტერნატიული მტკიცებულებათა კონსესუსის პროტოკოლის მიდგომის მიხედვით (მტკიცებულებათა სამუშაო მიდგომის ნაცვლად). მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ASIC კრიპტოვალუტების სივრცეში უფრო მეტად ასოცირებულია მომპოვებელ (mining) ტექნოლოგიებთან, შემოთავაზებული ეთერიუმ 2.0 აპარატურა არ არის ჩართული იმავე გამოთვლა – ინტენსიურ პროცესში. ამის ნაცვლად, აღნიშნული ASIC მოწყობილობები ჩაატარებენ შედარებით ნაკლებად ძვირადღირებულ ოპერაციებს, რომლებიც ცნობილია როგორც გადამოწმების გადატვირთვის ფუნქცია (Verifiable Delay Function). ეს ხელს შეუწყობს ალიდატორების შემთხვევითად ჩანაცვლებას, რომლებიც განკუთვნილია მომპოვებლების ჩასანაცვლებლად ეთერიუმის მტკიცებულებათა კონსესუსის პროტოკოლში. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აპარატი/მოწყობილობა ხელს შეუშლის ნებისმიერ ინდივიდსა და ორგანიზაციას სისტემის ზედმეტად გადატვირთვაში.

დრეიკის მიხედვით, პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ა.შ.შ. დოლარიდან  30 მილიაონ ა.შ.შ. დოლარამდე იმერყევებს. სადაც, 15 დან 25 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე გამიზნული იქნება კვლევისა და განვითარებისათვის, ხოლო დაახლოებით 5 მილიონი ა.შ.შ. დოლარი დაიხარჯება 5, 000 მდე დანადგარის შესაქმნელად. უფრო მეტიც, ეთერიუმის ფონდმა და Filecoin – მა, რომლებმაც ერთობლივად წინა წელს 250 მილიონი ა.შ.შ. დოლარით გაზარდეს პირველადი მონეტის შეთავაზება (ICO), კვლევისა და განვითარების ხარჯებს თანაბრად 50-50 ზე გაიყოფენ. მათ მიერ აღებული საერთო ვალდებულებები შესაძლოა შემცირდეს, რადგან სხვა ბლოკჩეინის პროექტებისათვის მათი კარი ღიაა და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეეძება წვლილის შეტანა პროექტის განვითარებაში. საბოლოოდ, აღნიშნული იდეის ერთ – ერთ გამორჩეულ მახასიათებელს პროექტის დიზაინის შექმნისა და მისი განხორციელების მეთოდები წარმოადგენენ, რადგან მთლიანად არსებული პროექტი ღია სახის (open source) მოდელირებაზეა აგებული.[1]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

ბოლო მონაცემების მიხედვით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (29/10/2018 – 04/10/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით

ბიტკოინი / Bitcoin

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის შუა პერიოდში მიაღწია და კვირის ბოლოსკენ კლების ტენდენცია განაგრძო. კვირის დასაწყისში ფასი  6,361.26 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,334.10 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვირის შუა პერიოდში, პირველ ნოემბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ფასი 1.1 % – ით შემცირდა, რაც 30 ოქტომბრიდან პირველი ნოემბრის ჩათვლით შემცირებას ასახავს.

 ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 110.429 მილიარდი აშშ დოლარიდან 109.96 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 110.88 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალია. ზოგადად კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაციის შემცირება 0.4 % – ს გაუტოლდა

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 417.57 $ – სა და 557.60 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინისაგან განსხვავებულ ტრენდს მიყვება. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით დაბალი იყო და შუალედური კლების შემდეგ კვირის ბოლოს ზრდა განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ კვირის დასაწყისიდან, სადაც ფასის ნიშნული 477.99 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლო მონაცემამდე ფასის ზრდა დაახლოებით 16.7 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით 8.34 მილიარდი აშშ დოლარიდან 9.73 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 2 ნოემბერს დაფიქსირდა 7.28 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 9.73 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, კვირის დასაწყისიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 17 % – ს გაუტოლდა.

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 197.25 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 4 ნოემბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 209.40 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მაქსიმალურამდე ზრდა 6 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 21.57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მინიმალური მონაცემიდან კვირის ბოლომდე ზრდა დაახლოებით 6 % – ს აღწევს.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.44 $ – სა და 0.47 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 3 ნოემბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 4 ნოემბერს დაფიქსირდა 0.47 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 2 % – ით გაიზარდა (რაც 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ფასის ზრდას ასახავს).

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 18.77 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა ზრდამ მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 6 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები ეთერიუმის რიპლისა და დეშის მსგავს დინამიკას იმეორებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 50.97 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 53.65 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ზრდამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 5.3 % – ული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 2.89 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 10 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 4 ნოემბერს დაფიქსირდა და 3.17 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად დაბალია, თუმცა კვირის ბოლოსკენ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად მატულობს. მაქსიმალური მაჩვენებელი 4 ნოემბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 3 ნოემბერს 150.06 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 11 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის ბოლოს 1.40 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2 ნოემბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული ზრდა 11 % – ს გაუტოლდა.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (29/10/2018)

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 29 ოქტომბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 68 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 11 %) ინაწილებენ.

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (04/11/2018)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები უმნიშვნელოდ შეიცვალა. 4 ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 67 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 11 %) ინაწილებენ.

რუსეთის ალმასების გიგანტმა De Beers – მა ბლოკჩეინ – პლატფორმასთან ხელშეკრულება გააფორმა

ალმასების მწარმოებელმა ორმა უმსხვილესმა კომპანიამ ერთობლივად გადაწყვიტეს ბლოკჩეინის სისტემის დატესტვა საკუთარი აქტივების გასაკონტროლებლად.  Alrosa – მ, რომელიც De Beers – ის შემდეგ მეორე უმსხვილეს ალმასების მწარმოებელ კომპანიას წარმოადგენს, ორშაბათს 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი აქტივების კონტროლის საპილოტე პროგრამას (Tracr) შეუერთდება, რომელსაც ამჟამად De Beers – ი იყენებს საცდელ რეჟიმში იმის დასადგენად თუ როგორ შეიძლება მათი ძვირფასი ქვების პირველი საფეხურიდან საბოლოო საცალო მდებარეობამდე პროცესების გაკონტროლება. პრეს – რელიზის მიხედვით, აღნიშნული სისტემა მომხმარებლებსა და სავაჭრო მონაწილეებს  საშუალებას მისცემს მარტივად მიადევნონ თვალი ალმასის წამომავლობასა და მათი ნამდვილობის დამადასტურებელ მახასიათებლებს. კერძოდ, Tracr – ი ორიენტირებულია მომხმარებლებში ნდობის ამაღლებით (ინ ნიშნით რომ მოპოვებული ალმასი ბუნებრივი და მაღალი ხარისხისაა). Alrosa – ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წარმოების თითოეული საფეხურის თვალის მიდევნება ბაზრის სამომავლოდ განვითარების ერთ – ერთი აუცილებელი პირობაა, რაც ხელს შეუწყობს ნდობის გამყარებასა და ინფორმაციული ხარვეზების შევსებას. ამავე კომპანიის განცხადებით, პროცესების კონტროლირების მექნიზმის შემუშავება ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით მოითხოვს მთლიანი ინდუსტრიის  თანამშრომლობას საერთო გლობალური მიზნის მისაღწევად.

ამავდროულად De Beers – ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიუს კლიერმა აღნიშნა, რომ ბრილიანტების მოცულობების საერთო მაჩვენებლების კონტროლი მთლიანად ინდუსტრიისათვის შეიძლება სასარგებლო იყოს. მისი განცხადებით, წარმოების პროცესის შესახებ კრიტიკული მონაცემების აღრიცხვა და მათი წარმოება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მომხმარებლებსა და ინდუსტრიის მონაწილეებს. შარშანდელი მონაცემების მიხედვით, De Beers – ი თავდაპირველად ტესტავდა ბლოკჩეინის სისტემას მხოლოდ ალმასების აღსარიცხად, და მათი წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ რომ აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს ე.წ. მაღალკვალიფიციურ ციფრულ რეესტრს“ ქვების შესახებ ინფორმაციის შესანახად.[2]

 

[1]  წყარო: https://www.coindesk.com/ethereum-foundation-filecoin-back-plan-to-make-proof-of-stake-hardware/

[2] წყარო: https://www.coindesk.com/russian-diamond-group-signs-onto-de-beers-blockchain-tracking-program/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved