ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი ფასის ვარდნის შემდეგ, ბიტკოინმა (BTC) და სხვა კრიპტოვალუტებმა კვლავ დაიწყეს ზრდა.
ექსპერტები საკუთარ აზრს გამოთქვამენ იმის შესახებ თუ რას ნიშნავს ფასის მსგავსი ცვლილება კრიპტოსამყაროსთვის.
დეივიდ რუბენსტეინი, Carlyle Group-ის თანადამფუძნებელი, ოპტიმისტურადაა განწყობილი მიმდინარე მოვლენების მიმართ.
„ვფიქრობ რომ კრიპტოვალუტა არსად წასვლს არ აპირებს და ყოველთვის აქტუალური იქნება, ისევე როგორც ოქრო. კი, იყო მომენტები როცა მისი ფასი ძალიან არაპროგნოზირებადი იყო, განსაკუთრებით კი ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ ეს ნორმალურიცაა. კრიპტოვალუტა მაინც შედარებით ახალი ფენომენია ჩვენთვის და როგორ ყველაფერი ახალი, ისიც შესაბამისად არაპროგნოზირებადია. ამ ყველაფრის მიუხედავად კრიპტოვალუტა მაინც ის არის, რაც ხალხს უნდა და მარკეტს სჭირდება, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტა ყოველთვის პოპულარული იქნება“
რუბერსტეინის მსგავსად, ექსპერტების აზრით, კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ ახალი სიტყვაა მარკეტზე, რომელსაც წინ კიდევ ძალიან დიდი სიახლეები და წინსვლა ელის.
მსოფლიში უამრავი დიდი კომპანია უკვე ღიად უჭერს კრიპტოვალუტას მხარს და საკუთარ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ანგარიშსწორება კრიპტოვალუტის მეშვეობით მოახდინოს.
კრიპტოვალუტების პოპულარიზაციას ბოლო დღეებში მიმდინარე ფასის ვარდნამ ნამდვილად შეუშალა ხელი, მაგრამ, ბევრი კრიპტომოყვარულის აზრით, სწორედ მსგავსი ფასის ვარდნას მოჰყვება კრიპტოსამყაროს ბუმი და ფასების კვლავ მაღლა აწევა. რაც გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში ბევრჯერ მომხდარა.
ექსპერტების თქმით, კრიპტოსამყარო ჯერ კიდევ დამწყებ ფაზაშია და წინ ძალიან დიდი სიახლეები და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გადასვლა ელის. რაც კრიპტოვალუტების ღირებულებაზე შესაბამისად დადებითად იმოქმედებს.