კრიპტოსავალუტო ბაზრის ივნისის თვის მიმოხილვა

Home » ბლოგი » მიმოხილვა » კრიპტოსავალუტო ბაზრის ივნისის თვის მიმოხილვა
02/07/2018
კრიპტოსავალუტო ბაზრის ივნისის თვის მიმოხილვა

ივნისის თვის მიმოხილვა
ივნისის თვის განმავლობაში, კრიპტოსავალუტო ბაზრებზე მრავალი მნიშნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა. ამ თვეში განსაკუთრებული აქტიურობით აფრიკის კონტინენტი გამოირჩეოდა, სადაც მრავალმა ქვეყანამ კრიპტო მართულებით განვითარებისათვის დიდი ოდენობით ინვესტიცია განახორციელა. მაგალითად, წარმოშობით სენეგალელმა ამერიკელმა რეპერმა და მზის ენერგიის ანტერპრენერმა (ადამიანი, რომელიც ქმნის, აფინანსებს და მართავს კომერციულ ან სხვა ორგანიზაციას, შემოსავლის მიღების მოლოდინით) ეიკონმა (Akon) გადაწყვიტა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება, რომლის მთავარ მიზანს აფრიკის (სენეგალი) მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას წარმოადგენს.
კანის პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიებსა და კრიპტოვალუტებს შეუძლიათ აფრიკის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება დაცული და სტაბილური ვალუტის შეთავაზებით, რომელიც მათ მთავრობისაგან დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას მისცემს.
რეპერის თქმით, იგი აპირებს ისეთი ქალაქის შექმნას რომელიც სრულიად დამოკიდებული იქნება ახალ კრიპტოვალუტაზე და მისი სახელწოდებაც შესაბამისად (რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს) ეიკოინი (AKOIN) იქნება. მისი ოფიციალური ვებ – გვერდის თანახმად, დაახლოებით 800 ჰექტარი ერთეულის მიწის ფართობი, რომელიც ეიკონს სენეგალის პრეზიდენტმა გადასცა, სამომავლოდ „ეიკონის კრიპტო ქალაქად“ (Akon Crypto City) მოგვევლინება და ეს ქალაქი იქნება პირველი ქალაქი, რომელშიც ტრანზაქციები ძრითადი აღნიშნული კრიპტოვალუტით განხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეიკონის კრიპტო ქალაქი გაშენდება საერთაშორისო აეროპორტიდან 5 მილის მოშორებით და ახალი დასახლება მთლიანად დაპროექტებული იქნება ე.წ. ჭკვიანი ქალაქის დიზაინის მიხედვით.[1]
ამავდროულად ეიკონის იდეების კვალდაკვალ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლის მოქალაქეებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ძლიერ დაინტერესდნენ კრიპტოვალუტებით ვაჭრობითა და მასში ინვესტიციების განხორციელებით, გეგმავს პირველი ფუქციური ე.წ. ბიტკოინების ATM – ების (ავტომატური საკასო აპარატი) განთავსებას ქვეყნის ტერიტორიაზე (პირველები ამ ინიციატივაში ზიმბაბვე და ჯიბუტი იყვნენ). აფრიკის რეგიონის მასშტაბით, მას ყველაზე რთულად მოწყობილი ფინანსური მომსახურების სექტორი აქვს და კონტინენტზე იგი მოწინავეა კრიპტოვალუტების საგადასახადო სისტემის კომპლექსურობით. ზიმბაბვეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისაგან განსხვავებით, კერძო ბანკებს აკრძალული აქვთ კრიპტოვალუტებით ტრანზაქციების შესრულება და მათი მეშვეობით გადახდების განხორციელება.
პირველი ATM რომელიც გამიზნული იყო ბიტკოინების გასანაღდებლად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2004 წელს იოჰანესბურგში გამოჩნდა, თუმცა მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება დაბალი დაინტერესების გამო. ბოლო დროის აქტიური წამოწყება კი Northwood Spar – ს ეკუთვნის, რომლის გენერალური მენეჯერის ჯორჯ ნეუფიტოუს – ს აზრით აღნიშნული სიახლე დროულია თანამედროვე საზოგადოებისათვის. სამხრეთ აფრიკა ამავდროულად ციფრული სტარტაპებისა და ინოვაციების ჰაბად იქცა. ახალი ავტომატური საკასო აპარატები სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ივაჭრონ და შეიძინონ კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი – რომელიც ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტას წარმოადგენს დღესდღეობით. CNN – ის ანგარიშის მიხედვით, ივლისის თვის ბოლო კვირის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის 47% აპირებს კრიპტოვალუტებსა და მათ მოპოვებაში ინვესტიციების განხორციელებას. ინიციატივის კვალდაკვალ, განთავსებული ATM – ები შეამცირებენ ელექტროუნული ვალუტების ყიდვა/გაყიდვით გამოწვეულ „შეუთანხმებლობას“ და სამომავლოდ დაეხმარება კრიპტოვალუტებს დაიკავონ ძირითადი ადგილი ზოგადად ვაჭრობაში, ინვესტიციების განხორციელებაში და საგადამხდელო ოპერაციებში. ასევე, საინტერესოა თუ რამდენი ATM აპარატია განთავსებული მსოფლიოს მასშტაბით. ვებ – გვერდი www.coinatmradar.com – ის მიხედვით დღესდღეობით მსოფლიოში დაახლოებით 3,042 ATM ფუნქციონირებს 68 ქვეყანაში, რომელთაც 424 ოპერატორი კურირებს.[2]
წამყვანი კრიპტოვალუტები
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
ერთი თვის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი თვის (01/06/2018 – 24/06/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
კრიპტოვალუტების ფასებისა და კაპიტალიზაციის მიმოხილვა
ფასის მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებლები 0106-24-06

ფიგურა 1 – ფასის მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებლები  წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/
ბოლო ერთი თვის მონაცემების მიხედვით, ფასის ყველაზე შესამჩნევი მერყეობა სხვა დანარჩენ ციფრულ ვალუტებთან შედარებით მაქსიმალურ და მინიმალურ მონაცემს შორის პროცენტული სხვაობის მიხედვით, ბიტკოინ ქეშმა (35% – ით შემცირება), რიპლმა (29% – ით შემცირება) და ლაითკოინმა (35% – ით შემცირება) განიცადეს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღნიშნული ინდიკატორის მიხედვით ბიტკოინის შემთხვევაში დაფიქსირდა და პროცენტულმა განსხვავებამ 21% – ით შემცირება აჩვენა.
ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ თვის დასაწისიდან ივნისის თვის ბოლო პერიოდამდე (ამ შემთხვევაში 24 ივნისის ჩათვლით) ჩვენს მიერ განხილული კრიპტოვალუტების ფასები საგრძნობლად დაეცა. ყველაზე დიდი ფასის ვარდნა ლაითკოინისა (32% – ით შემცირება) და ბიტკოინ ქეშის (25% – ით შემცირება) შემთხვევაში დაფიქსირდა.
კაპიტალიზაციის მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებლები 0106 - 2406

ფიგურა 2- კაპიტალიზაციის მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებლები  წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/
რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩენებლებს, ბიტკოინი და ეთერიუმი კაპიტალის სიდიდის მიხედვით განხილულ ციფრულ ვალუტებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებენ. ფასების მერყეობის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ყველაზე შესამჩნევი ვარიაცია ბიტკოინ ქეშმა, რიპლმა და ლაითკოინმა დააფიქსირეს. ამავდროულად არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე ნაკლები მერყეობა მაქსიმალურ და მინიმალურ მონაცემებს შორის ბიტკოინმა განიცადა, რაც დაახლოებით (ფასების შემთხვევის მსგავსად) 21% – ს გაუტოლდა.
თვის დასაწყისიდან თვის ბოლო პერიოდის ჭრილში, ზემოთ განხილული ყველა ციფრული ვალუტის ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ შემთხვევაშიც ბრუნვის ყველაზე საგრძნობი შემცირება ბიტკოინ ქეშმა (24% – ით შემცირება) და ლაითკოინმა განიცადეს (31% – ით შემცირება).
პოზიტიური მოლოდინები ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით
მიუხედავად პესიმისტური მონაცემებისა, მანჩესტერში დაფუძნებული საინვესტიციო ფირმის Blackmore Group – ის აღმასრულებელი ოფიცერის ფილიპ ნან – ის აზრით ბიტკოინის ფასი 2018 წლის ბოლო პერიოდისათვის დაახლოებით $ 60, 000 – ს გაუტოლდება. ნანიმ, რომელიც ამავდროულად ახორციელებს ე.წ პირველადი მონეტის შეთავაზების (ICO) პროექტებს, განაცხადა რომ მოწინავე კრიპტოვალუტის (იგულისხმება ბიტკოინი) ფასი ამავე წლის განმავლობაში მიუახლოვდება როგორც $ 6,000 ის $ 60, 000 – იან ნიშნულს. შესაბამისად მისი გათვლების მიხედვით ჯერ-ჯერობით მიმდინარე მონაცემები პირველი პროგნოზირებული ნიშნულის გარშემო მერყეობს.
აღმასრულებელმა ოფიცერმა ასევე აღნიშნა რომ, ფულის უმეტესობა რომელიც ამჟამად კრიპტო სამყაროში ტრიალებს ძირითადად ფიზიკური პირებისგან მომდინარეობს და არა ინსტიტუციონალური ინვესტორებისაგან (არასაბანკო პირი რომელიც ვაჭრობს დიდი მოცულობის ფასიანი ქაღალდებით), რაც საბოლოოდ ბაზარს მთლიანად ეკონომიკური აგენტების სენტიმენტების ამარა ტოვებს. შედეგად, მცირე დოზით გავრცელებული უარყოფითი ინფორმაციაც კი საგრძნობლად აზიანებს ბაზარს. ასევე,  ვინაიდან და რადგანაც ბაზარი საკმაოდ მცირე ზომისაა, საბაზრო მანიპულაციების წარმართვა შედარებით ადვილია, რაც მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილში უარყოფით განწყობებს აყალიბებს. ფილიპ ნანი ამავდროულად აქტიურად თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორებიცაა გლობალური ბანკები და ჰეჯირების ფონდები. ფინანასური ინსტიტუტების წარმომადგენელთა უმეტესობას სურს წილს ფლობდეს კრიპტო სამყაროში, თუმცა მათი აზრით ამჟამად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები ჯერ – ჯერობით ბოლომდე არ არის შეთავსებული მათ საქმიანობასთან, თუმცა ბოლო პერიოდის ინოვაციური და ტექნოლოგიური ცვლილებები და პროგრესი მათ სასარგებლოდ მოქმედებენ. ამიტომ, მისი ვარაუდით, რადგან 2018 წლის ბოლოსთვის მრავალი ინსტიტუციონალური ინვესტორი აპირებს კრიპტო სამყაროში ადგილის დამკვიდრებას, მოსალოდნელია რომ ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნა გაიზრდება და შესაბამისად ფასების დონეც მნიშვნელოვნად მოიმატებს. [3]

[1] წყარო: https://www.ccn.com/grammy-winner-akon-to-launch-cryptocurrency-akoin-build-crypto-city-in-senegal/
[2] წყარო: https://www.ccn.com/breaking-new-ground-south-africa-gets-its-first-bitcoin-atm/
[3] წყარო: https://www.ccn.com/bitcoin-price-will-hit-60000-this-year-fund-manager/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved