ლაითკოინის ჰალვინგის მოახლოებას, მომხმარებელთა გააქტიურება მოჰყვა

Home » ბლოგი » ლაითკოინის ჰალვინგის მოახლოებას, მომხმარებელთა გააქტიურება მოჰყვა
24/05/2023
ლაითკოინის ჰალვინგის მოახლოებას, მომხმარებელთა გააქტიურება მოჰყვა

ბიტკოინის (BTC) მსგავსად, ლაითკოინსაც (Litecoin) ჰალვინგი მოუახლოვდა. უფრო მეტიც, თუ ბიტკოინის (BTC) ჰალვინგს ბაზარი კიდევ ერთი წელი უნდა ელოდოს, ლაითკოინისამდე 80 დღე დარჩა. როგორც ქსელის ანალიტიკოსები ამბობენ, ეს უკვე აისახება მომხმარებელთა გააქტიურებაზე.

ჰალვინგის გამო (ჰალვინგის შემდეგ, მაინერები ბლოკის გახსნისას, ორჯერ ნაკლებ ლაიტკოინს მიიღებენ), ბაზარზე ლაიტკოინის (LTC) მიწოდება დაიკლებს, რასაც თეორიულად, ფასის ზრდა უნდა მოჰყვეს. სწორედ ამის გამო, მომხმარებლები გააქტიურდნენ და მოგების მიღების მიზნით, ხელსაყრელი პოზიციების გახსნას ცდილობენ.

კომპანია „სანტიმენტის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლაითკოინის 832 000-ზე მეტი მისამართი აქტიურ მდგომარეობაშია. მათი უმეტესობა LTC-ს ყიდულობს, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც გაყიდვას ამჯობინებენ.

„სანტიმენტისვე“ ინფორმაციით, ლაითკოინის ფასის მომავალთან დაკავშირებით, დისკუსიები განსაკუთრებით, პირველი მაისიდან გააქტიურდა. რა თქმა უნდა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამას კრიპტო ვალუტის ფასის ზრდა უნდა მოჰყვეს. ოღონდ, რამდენად მაღლა წავა ფასი, ამაზე უკვე განსხვავებული მოსაზრებებია და ამ მხრივ, უკეთეს სურათს, ტექნიკური ანალიზი იძლევა.

„სანტიმენტი“ იტყობინება, რომ ბოლო ხუთ დღეში, აქტიური მომხმარებლების რიცხვი ოდნავ შემცირდა, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს კორექციული კლებაა, რომელსაც კონსოლიდაცია და შემდგომი ზრდა მოჰყვება.

„სანტიმენტი“ ასევე აქვეყნებს ლაითკოინის MVRV (ბაზრის ფასის ფარდობა რეალიზებულ ფასზე) ფარდობებს 30 და 365-დღიან მონაკვეთებში, რა დროსაც, ეს ფარდობა 0%-იან დონეზე მაღლა იმყოფება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომხმარებელთა შემდგომი გააქტიურებისათვის (რასაც ფასის ზრდაც უნდა მოჰყვეს), საჭიროა ნულოვან დონეზე დაბლა ჩამოსვლა, რის შემდეგაც, LTC-ის შესყიდვების პროცესი გააქტიურდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved