როდის დასრულდება კრიპტოსამყაროში “Bear Market”-ი?

Home » ბიტკოინი » როდის დასრულდება კრიპტოსამყაროში “Bear Market”-ი?
29/06/2021
როდის დასრულდება კრიპტოსამყაროში “Bear Market”-ი?

კრიპტო სამყარო დღეს ძლიერი Bear Market-ის წინაშე დგას.

ექსპერტებმა Bear Market-ის ანალიზის შემდეგ, რამოდენიმე მოსაზრება გამოიტანეს, რომლებიც კრიპტომოყვარულებს იმის იმედს აძლევს, რომ შესაძლოა ფასების კლება სულ მცირე დროში შეწყდეს და მალე ვიხილოთ მორიგი Bull Run.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

კრიპტოსამყაროში ბიტკოინი (BTC), როგორც მარკეტზე ნომერი პირველი კრიპტოვალუტა, ბოლო დროს დატრიალებულმა ფასების კლებამ ყველაზე მეტად დააზარალა, რის შედეგადაც, ბოლო თვეების მანძილზე, მის მინიმუმამდე, $30,000-მდე ჩამოვიდა და კვლავ არასტაბილურად აგრძელებს ფასის ცვლილებას. ბევრი კრიპტომოყვარულისთვის, კრიპტოს ფასების მსგავსი ვარდნა კი არის მორიგი შესაძლებლობა, შემდეგი წარმატებული ინვესტირებისთვის.

ექპერტების აზრით, კრიპტოსამყაროში Bear Market-ს სულ მცირე დროღა დარჩა, რასაც ძალიან მალე მოჰყვება მორიგი Bull Run, რაც გასული წლების მანძილზე არაერთხელ განმეორებულა.

ექსპერტების თქმით 2021 წლის ბოლომდე შესაძლოა უკვე დასრულდეს ფასების კლება და ჩვენს წინ შეიქმნას ახალი Bull Market, რომელიც, ექსპერტების თქმით, სწორედ ის ბიძგი იქნება, რომელიც ბიტკოინს (BTC) $100,000-მდე აიყვანს.

შენ რას ფიქრობ, როდემდე გაგრძელდება Bear Market?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved