ნიკ სეარსი, 19 წლის ანტერპრენუერი დალესპორტი, ვაშინგტონიდან, გახდა ერთ-ერთი იმ კრიპტომოყვარულთაგანი, ვინც კოლეჯში სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა და საკუთარი დრო კრიპტოვალუტებს, კერძოდ კი ბიტკოინს (BTC) დაუთმო. ნიკმა კრიპტოსამყაროში მოგზაურობა 17 წლის ასაკიდან დაიწყო და დღეს, ბიტკოინის (BTC) მაინინგის შედეგად, წელიწადში $54,000-ს გამოიმუშავებს.
„კოლეჯში წასვლაზე არ ვფიქრობ, მირჩევნია ჩემი დრო კრიპტოვალუტებში საკუთარი უნარების განვითარებას დავუთმო“ – განაცხადა ნიკმა CNBC-სთან ინტერვიუში.
19 წლის ნიკი, სწორედ იმ მონაცემების ცენტრის შენობის ოთახში ცხოვრობს, რომლის აშენებაშიც მასაც წვლილი მიუძღვის. Hydro-powered შენობა 4,500-მდე ASIC მაინინგ მოწყობილობისგან შედგება, რომელთაგან თითოეული 80 დეციბალ ხმაურს გამოცემს, მაგრამ ნიკის თქმით, მისთვის ეს ხმაური უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.
ნიკმა მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი კრიპტოვალუტებისა და ელექტროობის შესწავლას დაუთმო. დაგროვებულ ცოდნას კი, მისი მაინერების შეკეთებასა და გამართვაში იყენებს.
ნიკი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი კრიპტომოყვარულები, ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა მსოფლიოს ფინსნსური სექტორის მომავალია. სწორედ ამიტომ, კრიპტოვალუტების ფასის მერყეობის მიუხედავად, იგი განაგრძობს კრიპტოსამყაროში მოგზაურობას, რაც მისთვის საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს.