შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისია (SEC) აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული ჰაუის ტესტის შესაბამისად, კრიპტო ვალუტა დეშის გამომშვები და მმართველი კომპანიის და დეშის ინვესტორთა მთავარ მიზანს, ბაზარზე ფასის ცვალებადობით სარგებლის მიღება წარმოადგენს. ამგვარად, ეს კრიპტო ვალუტა, არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდის კლასს შეესაბამება. ამიტომ, ის SEC-ის მიერ რეგულირებას ექვემდებარება.
SEC-ის განცხადებით, დეში ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის (1933 წელსაა მიღებული) და ფასიანი ქაღალდების და სავაჭრო ბაზრების კანონის (1934 წელს მიიღეს) შესაბამისად უნდა დარეგისტრირდეს.
ამას დეშის საზოგადოებამ საპასუხო განცხადება შეაგება, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ კომისიას არ აქვს საკმარისი არგუმენტები, რომლითაც ასეთ კლასიფიკაციას გაუმაგრებს ზურგს. მათი განცხადებით, დეში პირველ რიგში, არის კრიპტო ვალუტა, კონსენსუსის მექანიზმ PoF-ით (პრუფ-ოფ-ვორკ) და ამიტომ, არ შეიძლება ფასიან ქაღალდად იყოს მიჩნეული. უფრო მეტიც, დეშის ეკოსისტემა არის დეცენტრალიზებული საგადამხდელო სისტემა, რომელსაც ვერცერთი ორგანიზაცია ვერ გააკონტროლებს და მის კონტროლს, ქსელის კვანძებს შორის განაწილებული რეესტრი ახორციელებს.
დეში ხაზს უსვამს, რომ ამ გარემოებათა გამო, კრიტიკას ვერ უძლებს ჰაუის ტესტი, რადგან დეშის კონტროლი და მართვა შეუძლებელია და შესაბამისად, დაშის საზოგადოება, მანიპულაციებით მოგების მიღებაზე ორიენტირებული ვერ იქნება.
ამასთან, დეში არის საგადამხდელო ტექნოლოგია, რომლის შესაბამისადაც, მაინერები ფულს იმის ხარჯზე იღებენ, რომ ქსელს საკუთარ გამომთვლელ სიმძლავრეს აწვდიან.
საინტერესოა, რომ სხვა ამერიკულ მარეგულირებელ CFTC-ს (სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია) ყოფილი თავმჯდომარე ტიმოთი მასადი ორივე მარეგულირებელს, თვითრეგულირებადი ორგანიზაციის (CPO) შექმნას ურჩევს, რომელიც კრიპტო ვალუტების ნორმატიულ წესებს და ციფრული ვალუტების კლასიფიკაციის განსაზღვრის მეთოდებს შეიმუშავებს.