რიპლი (XRP) 2012 წელს შექმნილი სტარტაპია, რომელიც ფინანსურ სექტორებსა და ბანკებს შესაძლებლობას აძლევს საზღვარგარეთ ტრანზაქციები სწრაფად და მარტივად განახორციელონ.
სწორედ ამიტომაც, რიპლის (XRP) მომხმარებლები ძირითადად დიდი ორგანიზაციები გახლავთ. ექსპერტების აზრით, კრიპტოვალუტაში დაინტერესებული ორგანიზაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვალუტის ფასიც შესაბამისად გაიზრდება.
დროთა განმავლობაში რიპლმა (XRP) პარტნიორობა მრავალ დიდი საბანკო კომპანიებთან გააფორმა, როგორიცაა “Bank of America” და სხვა მრავალი ცნობილი ბანკი, რომლებიც რიპლის უფრო აქტიურად გამოყენებას აპირებენ.
მსგავსი ფინანსური აქტივობების შემდეგ, ექსპერტების თქმით, რიპლს (XRP) ძალიან კარგი 2021 წელი ელოდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ SEC (U.S Securities and Exchange Commission) ახალი რეგულაციების მიხედვით, რიპლი უნდა განიხილებოდეს, როგორც ფინანსური უსაფრთხოების ელემენტი – რისი დამტკიცების შემდეგაც რიპლი გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევს ვიდრე მას დღეს აქვს.
კრიპტომოყვარულთა აზრით, რიპლი (XRP) ნამდვილად რჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტა ბაზარზე, რომელსაც გასული ფასის ვარდნისა და კრიზისის შემდეგ, უბრალოდ მცირედი დრო უნდა, რომ კვლავ ფეხზე წამოდგეს და ფასის მკვეთრი ზრდა დაიწყოს.
“City Telegraph”-ის განცხადებით, რიპლი (XRP) 2021 წლის ბოლომდე $1 ნიშნულს მარტივად მიაღწევს. ამ აზრს კი ზურგს ის უმაგრებს, რომ დიდი ფინანსური ორგანიზაციები და ბანკები უკვე აქტიურად აპირებენ რიპლის (XRP) გამოყენებას.
შენ რას ფიქრობ, აპირებ რიპლის (XRP) ყიდვას?