USDT – დოლარზე მიბმული სტაბილური ქოინი

Home » ბლოგი » USDT – დოლარზე მიბმული სტაბილური ქოინი
11/08/2023
USDT – დოლარზე მიბმული სტაბილური ქოინი

 გასულ თვეში მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სტაბილური ქოინის, Tether-ის აქტივები 5.8%-ით გაიზარდა და 2023 წლის მეორე კვარტალში სულ 86.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. Tether-ის მონაცემებით, ოპერაციების შესრულებიდან გამომუშავებული თანხა მილიარდზე მეტია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 30%-იანი ზრდაა (აღსანიშნავია, რომ კოპმანიას არ გაუსაჯაროებია როგორ დათვალა ეს ციფრები). CoinGecko-ს თუ დავუჯერებთ, Tether სტაბილურ ქოინებში პირველია, ხოლო ყველა არსებული კრიპტოვალუტიდან სიმძლავრით მესამე ადგილზეა. Მუდმივად მერყევი და სიურპრიზებით სავსე კრიპტოსამყაროსთვის ეს შთამბეჭდავი მონაცემებია, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის Tether-ს, იგივე USDT-ს. ასე რომ, დავიწყოთ თავიდან: 

რა არის სტაბილური ქოინი?

 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ფული, როგორც კონცეფცია მუშაობს, არის ნდობა. ადამიანების ნდობას კი სტაბილურობა და მედეგობა განაპირობებს. ჯერ-ჯერობით, არც ციფრული ფულია ამ წესის გამონაკლისი. კრიპტოვალუტა მერყეობით ხასიათდება, რაც მის ყოველდღიურ ტრანსზაქციებში გამოყენებას მნიშვნელოვნად აფერხებს. Მათი ღირებულების მკვეთრი ცვლილება ბიზნესებს აფრთხობს და ციფრული ალტერნატივის გამოყენებისგან მთელი რიგი სერვისები თავს იკავებენ. Სწორედ ამ პრობლემას წყვეტს სტაბილური ქოინი. 

 Მოკლედ რომ ავხსნათ, სტაბილური ქოინები უკვე არსებულ, ქაღალდის ფულზეა მიბმული, რაც მათ მდგრადობას განაპირობებს. Მაგალითად, USDT ამერიკულ დოლარზე მიბმული ქოინია, რაც ნიშნავს, რომ 1 USDT-ის, იგივე ღირებულება უნდა ქონდეს, რაც 1 USD-ის (ამერიკულ დოლარს). Სტაბილური ქოინი შეიძლება რომელიმე სხვა ვალუტითაც განისაზღვროს, მაგალითად Tether-ის EURT ევროთია “დაბმული”. 


თეორიულად, სტაბილური ქოინის ფასი იმ ვალუტის შესაბამისი უნდა დარჩეს, რომელიც მას ზურგს უმაგრებს და მასზე კრიპტობაზრის “ველური დასავლეთი” მინიმალურ გავლენას უნდა ახდენდეს. 

რა არის Tether? 

 Tether არის კომპანია, რომელმაც რამდენიმე სტაბილური ქოინი შექმნა – მათგან ყველაზე პოპულარული USDT-ია, რომელსაც ხშირად უბრალოდ Tether-ს ეძახიან. Tether-ის ქოინები ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ თავიდან, Tether Omni Layer-ზე დაფუძნდა, ბიტკოინის ბლოკჩეინზე, ასე რომ, იმდროინდელი ტოკენები გამოირჩევნიან სტაბილურობითა და უსაფრთხოებით. უფრო Სწრაფად გაზრდის მიზნით, 2017 წელს, ქოინი ეთერიუმის ბლოკჩეინზეც ჩაეშვა, როგორც ERC-20. Მას შემდეგ USDT დაემატა ისეთ ბლოკჩეინებზე, როგორებიცაა Solana da Tron. ბოლო მონაცემებით, Tether-ის კაპიტალიზაცია Tron-ზე 44 მილიარდი დოლარია, ხოლო Etherium-ზე 39. დანარჩენ ბლოკჩეინებზე Tether შედარებით მცირე რაოდენობითაა გადანაწილებული.


Forbes-ის მიხედვით, Tether შეიძლება ყველაზე ლიკვიდურ კრიპტოდ ჩაითვალოს და ამ კომპონენტში ბიტკოინსა და ეთერიუმსაც კი უსწრებდეს. Tether ირწმუნება, რომ მის თითოეულ ციფრულ ტოკენს, კომპანიის რეზერვებით უზრნუველყოფილი რეალური ვალუტა შეესაბამება. თუმცა, აღსანიშნავია, Tether-ის ციფრულ სტაბილურობას, რეალურ სამყაროში ხშირად გაურკვევლობა ახლავს თან. კომპანიას უჭირს დაასაბუთოს მისი ფინანსური რეზერვების მის საქმიანობასთან შესაბამისობის დადასტურება. Მთავარი სადავო საკითხი გამჭვირვალობაა – Tether-ს აუდიტის არიდების გამოცდილება აქვს, რამდენიმე წლის წინ კი კომპანიამ, ნიუ იორკის გენერალური Პროკურორის გადაწყვეტილებით, სოლიდური ჯარიმაც გადაიხადა გამოძიების შესაწყვეტად, იმ პირობით, რომ რეგულარულად გამოაქვეყნებდა თავის ფინანსურ მონაცემებს. 

 Ნაწილობრივ, ამ იძულებითი გამჭვირვალობის წყალობით, Tether რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ სასამართლო პროცესს გადარჩა. Მეთიუ ანდერსონისა და შონ დოლიფკას სარჩელის მიხედვით, ციფრულ მიმოქცევაში მყოფი ტოკენების რაოდენობასთან შედარებით, Tether-ის რეზერვი, რომელიც თითოეულ ტოკენს უნდა ამყარებდეს, მცირე იყო. თუმცა, სასამართლომ საქმე არ განიხილა. 

რაში გამოიყენება Tether?

 Როგორც უკვე აღვნიშნეთ, Tether USDT ყოველთვის ამერიკულ დოლარს მიყვება და მისი ფასი უმნიშვნელოდ თუ იცვლება. Შესაბამისად, ამ ქოინში ინვესტირებით გამდიდრების (ან გაღარიბების) პერსპექტივა არარეალურია. 

 თუმცა, Tether-ს მნიშვნელოვან უპირატესობას – სტაბილურობას სხვა სიკეთეების მოტანა შეუძლია. Მაგალითად, თუ თანხის შენახვა ფინანსური ორგანიზაციებისგან დამოუკიდებლად, კრიპტოვალუტაში, ციფრულად გინდა, USDT გამოგადგება. Სურვილისამებრ, Tether-ის გადაცვლა სხვა კრიპტოვალუტებში ან მისი განაღდება, იოლია, რაც მისი გავრცელების მასშტაბითა და სხვადასხვა პლატფორმებზე მაღალი მიმღებლობითაა განპირობებული. Მოკლედ, Tether გაძლევს საშუალებას შეინახო ღირებულება, სტაბილური ფორმით და ადვილად გამოიყენო ის ციფრულ სამყაროში.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved