სტეიბლკოინების სეგმენტის ლიდერმა ტეზერმა (USDT) თავისი კაპიტალიზაციის
მაქსიმალური მაჩვენებელი (83.2 მილიარდი დოლარი) აღიდგინა, რომელსაც
შარშან მაისში მიაღწია.
ამ სტეიბლკოინს, რომელის კურსიც დოლარზეა მიბმული, შარშან კაპიტალზაცია
18 მილიარდი დოლარით შეუმცირდა. კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც კრახი
განიცადა კონკურენტმა ალტკოინმა ტერაUSD-მა (UST). კაპიტალიზაციის
მინიმუმი (65 მილიარდი დოლარი) კი პლატფორმა FTX-ის კრახის შემდეგ
დაუფიქსირდა. ამ დანაკარგის აღსადგენად, ტეზერს ნახევარი წელი დასჭირდა.
ამგვარად, პიკურ კაპიტალიზაციაზე დაბრუნებით, ტეზერმა სტეიბლკოინების
სექტორში ლიდერის პოზიცია გაიმყარა და მასზე ამ სექტორის 66 პროცენტი
მოდის (თებერვალში თითქმის ნახევარი ეკავა). მთლიანი კრიპტო ბაზრის
რეიტინგში კი კვლავაც მესამე ადგილი უკავია.