VASP ლიცენზიის მნიშვნელობა

Home » ბლოგი » VASP ლიცენზიის მნიშვნელობა
12/01/2024
VASP ლიცენზიის მნიშვნელობა

გასულ წელს Mycoins-მა ქართულ ბაზარზე პირველი VASP ლიცენზია მოიპოვა – ეს უკვე გაცნობეთ. ახლა, გვინდა მოგიყვეთ საერთოდ რა არის VASP და რატომ არის მისი მიღება კარგი ამბავი. მაშ ასე: 

ზოგადად, VASP (Virtual Asset Service Provider), ქართულად ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერაა განსაზღვრული და ისეთ კომპანიას მიენიჭება, რომელიც ვირტუალურ აქტივსა და ფიატს ცვლის.  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი ივნისში დაამტკიცა, კანონი 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, VASP პირველ რიგში კანონიერი ოპერირებისთვისაა საჭირო.

რა თქმა უნდა, სებ-ის ლიცენზიაც FATF-ის რეკომენდაციებისა და  საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაა შექმნილი. აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, VASP ლიცენზიის შემუშავების მთავარი მიზანი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა. შესაბამისად, იყო ლიცენზირებული, ნიშნავს გქონდეს ვალდებულებები საკუთარი მომხმარებლისა და ფინანსური ინსტიტუციების წინაშე. 

კარგად გვესმის, რომ VASP-ის უპირველესი კეთლდღეობაა სანდოობის გამყარებაა იმ სფეროში, რომელსაც რეპუტაციული პრობლემები არც თუ ისე იშვიათად აქვს. VASP ერთგვარი დასტურია იმისა, რომ Mycoins-ი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს სწორად იყენებს და მწვანე შუქია ინვესტორებისა და ბიზნესისთვის. ვფიქრობთ, ციფრულ აქტივებში სანდო, მაღალი რეპუტაციის მქონე პარტნიორი ძალიან წაადგება ქართულ ბაზარს. 

კიდევ ერთი უპირატესობაა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთისთვის საჭირო წესებისადმი შესაბამისობაა – ის რიგით მომხმარებელსაც იცავს, რადგან კომპანიას აქვს რისკის შეფასების სისტემა, ახორციელებს გადარიცხვების შესაბამის მონიტორინგს, რაც თავისთავად უსაფრთხო პლატფორმის შექმნას უწყობს ხელს.

თუმცა, რაც ყველაზე მთავარია და ძალიან გვახარებს, არის ის, რომ Mycoins-ის აღიარება გვაძლევს შესაძლებლობას ახალ გამოწვევებზე ვიფიქროთ და ერთგულ მომხმარებელს უკეთესი სერვისი და სიახლეები შევთავაზოთ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved