დოჯქოინი (DOGE) MyCoins-ზეა! როგორია მისი მომავალი?

Home » ბლოგი » დოჯქოინი (DOGE) MyCoins-ზეა! როგორია მისი მომავალი?
07/04/2021
დოჯქოინი (DOGE) MyCoins-ზეა! როგორია მისი მომავალი?

დოჯქოინი (DOGE) ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი პოპულარობითა და სხვადასხვა ცნობილი ადამიანების მხარდაჭერით სარგებლობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გულშემატკივარი SpaceX და Tesla-ს გენერალური დირექტორი, მილიარდერი, ილონ მასკია, რომლის აქტივობასაც Twitter-ზე, საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა დოჯქოინის (DOGE) ფასზე.

2021 წლის დაწყებასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კრიპტოვალუტის ფასი, $0.0049-დან $0.08-მდე, წლის პირველივე თვის ბოლოს ავიდა, რაც მის +1,632% ზრდას ნიშნავს. კრიპტომოყვარულთა აზრით, დოჯქოინი ერთ-ერთი იმ კრიპტოვალუტათაგანია, რომლისთვისაც 2021 წელი ძალიან პერსპექტიული იქნება.

დოჯქოინი (DOGE) სულ მცირე დროა, რაც ქართულ კრიპტოსამყაროს შემოუერთდა და უკვე დიდი ყურადღებითა და პოპულარობით სარგებლობს. დამატებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, დოჯქოინით (DOGE) ათასობით ქართველი კრიპტომოყვარული დაინტერესდა და საკუთარ პორთფელში დაამატა. MyCoins-ზე შენ უკვე შეგიძლია იყიდო/გაყიდო, მიიღო და გააგზავნო დოჯქოინი (DOGE) სწრაფად და მარტივად.

Buy_Bitcoin

როგორც სხვაგან, საქართველოშიც დოჯქოინზე (DOGE) აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგისთვის ის საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული კრიპტოვალუტაა, ზოგი კი მას უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს. ამისდა მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ რომ დოჯქოინი (DOGE) მაინც რჩება მარკეტზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტაd, რომელსაც ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

შენ რას ფიქრობ, როგორი მომავალი აქვს დოჯქოინს (DOGE)?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved