ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების ტექნიკური ანალიზი დამწყებთათვის

Home » კრიპტორჩევები » ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების ტექნიკური ანალიზი დამწყებთათვის
06/02/2019
ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების ტექნიკური ანალიზი დამწყებთათვის

კრიპტო-ტრეიდერებს რამოდენიმე ინსტრუმენტი გააჩნიათ კრიპტოვალუტების ბაზრის ანალიზისთვის. ერთ-ერთი მათგანია მიდგომა, რომელიც ცნობილია ტექნიკური ანალიზის სახელით. ამ მეთოდის გამოყენებით ტრეიდერებს შეუძლიათ უკეთ გაერკვიონ ბაზრის მდგომარეობაში და გამოჰყონ ბაზარზე არსებული მნიშვნელოვანი ტენდენციები. ეს მონაცემები კი შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო მეტად მართებული პროგნოზებისა და გონივრული გაყიდვების განხორციელების საკითხებში.

ტექნიკურ ანალიზში განიხილება მონეტის ისტორია ფასების გრაფიკებითა და სავაჭრო ბრუნვის მონაცემებით – მიუხედავად იმისა, რა სახით ფუნქციონირებს ესა თუ ის მონეტა ან პროექტი. ტექნიკური ანალიზისგან განსხვავებით, ფუნდამენტალური ანალიზი უფრო მეტად ორიენტირებულია საკითხზე –  ნაკლები ღირებულება აქვს მონეტას თუ მეტი: რეალურ ღირებულებასთან მიმართებაში გარკვეულ მომენტში რამდენად ფასდება მონეტა.

იმისათვის, რომ უკეთ შეგვექმნას წარმოდგენა ტექნიკურ ანალიზზე, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ  რომლებია დოუს (Dow) თეორიის ფუნდამენტური იდეები, რომლებსაც ტექნიკური ანალიზი ეფუძნება:

1. ბაზარი ითვალისწინებს ფასების ყველანაირ ასპექტს. ყველა მიმდინარე, წინა და მომდევნო დეტალი უკვე ჩართულია აქტივების მიმდინარე ღირებულებებში. რაც შეეხება  ბიტკოინსა და კრიპტოებს, უნდა მოიცავდნენ სხვადასხვა ვარიაციებს, როგორებიცაა მიმდინარე, ძველი და მომავალი მოთხოვნა, აგრეთვე ნებისმიერი იმგვარი ნორმატიული აქტი, რაც გავლენას ახდენს კრიპტობაზრებზე.  ტექნიკური ანალიტიკოსები ახდენენ ფასების ინტერპრეტაციას ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და განწყობის მიხედვით, რათა მართებული პროგნოზები გააკეთონ სამომავლო, მოსალოდნელი ფასების შესახებ.

2. ფასების ცვალებადობა არ არის შემთხვევითი. ეს ძირითადად დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ ტენდენციაზე, ტრენდზე, რომელიც შეისაძლებელია იყოს გრძელვადიანიც და ხანმოკლეც. ტექნიკური ანალიტიკოსები ცდილობენ ტენდენციის იზოლირებასა და მისგან მოგების მიღებას ტექნიკური ანალიზის გამოყენებით.

3. „რა“ მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე „რატომ“. ტექნიკური ანალიზის სპეციალისტები უმეტესად ფოკუსირებულნი არიან მონეტის ფასზე და არა თითოეულ ცვლილებაზე, რომელიც ფასზე ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ მონეტის ფასზე უამრავ ფაქტორს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა, ტექნიკური ანალიტიკოსები თავდაჯერებით აანალიზებენ  მოთხოვნა-მიწოდებას.

4. ისტორიას განმეორების ტენდენცია ახასიათებს. შესაძლებელია ბაზრის ფსიქოლოგიის პროგნოზირება. ტრეიდერები ზოგჯერ მსგავსად რეაგირებენ, როდესაც მსგავს სტიმულებს იღებენ.

ტენდენციის ხაზები (ტრენდული ხაზები)

ტენდენციის ხაზების ანუ ტიპიური მიმართულებების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც მონეტა „მოძრაობს“,განსაკუთრებულად საჭირო და სასარგებლოა  კრიპტო-ტრეიდერებისთვის. თუმცა ამ ტენდენციების იზოლირება მარტივ საქმეს არ წარმოადგენს. კრიპტოაქტივები შესაძლებელია მეტად არასტაბილურ სტადიაში იყოს და ბიტკოინის ან კრიპტოების მოძრაობაზე დაკვირვებამ შესაძლოა გამოყოს მაქსიმუმისა და მინიმუმის მაჩვენებლები, რითაც ხაზობრივი მოდელი ფორმირდება. ამის გათვალისწინებით, ტექნიკურ ანალიტიკოსებს ესმით, რომ შეუძლიათ არასტაბილურობის იგნორირება და აღმავალი ტრენდის აღმოჩენა მაღალ, მაქსიმალურ მაჩვენებლებზე დაკვირვებით. ანალოგიურად ხდება საპირისპირო შემთხვევაშიც – ანალიტიკოსებს შეუძლიათ განსაზღვრონ დაღმავალი ტრენდი, როდესაც იხილავენ ყველაზე დაბალ, მინიმალური მაჩვენებლების სერიას.

გარდა ამისა, არსებობს გვერდითი ტრენდები და ასეთ შემთხვევაში მონეტა დიდად არ მოძრაობს არც ერთი მიმართულებით. ტრეიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ სხვადასხვა სახის ტრენდები არსებობს, მათ შორის – საშუალოვადიანი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი ტრენდული ხაზები.


მნიშვნელოვანი რჩევა:

ტრენდული ხაზების გამოსახვისას სიზუსტე უნდა დაიცვათ! იდეალურად შერულებისათვის საჭიროა შემდეგი: თითოეულ „სანთელზე“ კურსორის მიტანისას დაინახავთ „L”-ით აღნიშნულ ყველაზე დაბალ ფასს (ან „H”-ით აღნიშნულ ყველაზე მაღალ ფასს, თუკი ხაზი ქვემოთაა მიმართული). შემდეგ მოათავსეთ თქვენი ხაზი სწორედ აქ. შემდეგ, გააგრძელეთ ხაზის მიმართულება იმგვარად, რომ იგი ეხებოდეს ტრენდული ხაზის შემდეგ სანთელს.  მოიმოქმედეთ იგივე – შეამოწმეთ ამავე სანთლის „L” ნიშნული; ახლა გაასწორეთ ხაზი. ბოლო ნაბიჯი – ხაზის ავტომატური გაგრძელება პარამეტრების მეშვეობით – ხაზის გაფართოება საჭირო მიმართულების მხარეს (დიდი ალბათობით, მარჯვნივ). ეს ინსტრუქცია გათვალისწინებულია Coinigy-ს დიაგრამებისთვის, თუმცა ხელსაყრელი იქნება ჩარტების სხვა აპლიკაციებში გამოსაყენებლადაც.

წინააღმდეგობის (რეზისტენტულობის) და მხარდაჭერის დონეები

ტრენდის ხაზების მსგავსად არსებობს ჰორიზონტალური ხაზებიც, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერისა და რეზისტენტულობის დონეებს. ამ დონეების იდენტიფიკაციით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები მონეტაზე არსებულ მიწოდება-მოთხოვნის შესახებ. მხარდაჭერის დონეზე არსებობს ტრეიდერების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელთაც სურთ მონეტის ყიდვა (დიდი მოთხოვნა), ანუ ეს ტრეიდერები თვლიან, რომ ვალუტას ამ დონეზე დაბალი ფასი აქვს და შესაბამისად ეცდებიან ამ ფასად შეიძინონ. როგორც კი მონეტა ამ დონეს მიაღწევს, იქმნება მყიდველების „იატაკი“. დიდი მოთხოვნა როგორც წესი აჩერებს ფასის შემცირებას, ზოგჯერ კი იმპულსს ცვლის აღმავალი ტრენდისკენ.

რეზისტენტულობის დონე საპირისპიროდაა მოწყობილი – სივრცე, სადაც ბევრი ტრეიდერი მოთმინებით ელის შეკვეთებს, ფორმირდება მიწოდების მსხვილ ზონად. ყოველ ჯერზე, როდესაც მონეტა ამ „ჭერს“ უახლოვდება, იგი აღმოჩნდება მიწოდების მასის წინაშე და უკან ბრუნდება.

ხშირად გვხვდება სიტუაცია, როდესაც მხარდაჭერისა და რეზისტენტულობის დონეებს შორის კომპრომისია: მხარდაჭერის ხაზთან ახლოს მისვლა და რეზისტენტულობის დონის ირგვლივ გაყიდვა. ეს შესაძლებლობა ფიქსირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გვერდით მოძრაობებს.

რა ხდება რეზისტენტულობის ან მხარდაჭერის დონის გარღვევის შემთხვევაში? არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ეს არის ინდიკატორი, რომელიც მიმდინარე ტრენდს აძლიერებს. ტრენდის შემდგომი გაძლიერება მიიღწევა იმ დროს, როდესაც რეზისტენტულობის დონე მხარდაჭერის დონედ იქცევა და ხდება მისი შემოწმება გარღვევიდან მცირე ხანში.

შენიშვნა: ცრუ გარღვევები ხდება მაშინ, როდესაც გარღვევა ხდება, მაგრამ ტრენდი არ იცვლება. ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ კიდევ რამოდენიმე ინდიკატორი, მაგალითად სავაჭრო ბრუნვის მოცულობა, რათა განვსაზღვროთ ტრენდი.

მოძრავი, ცვლადი შუალედი (Moving averages, MA)

კრიპტოვალუტების ტექნიკური ანალიზის მორიგი ინსტრუმენტია ე.წ. მოძრავი შუალედი, რომელიც გამოიყენება ტრენდის ამოცნობის გამარტივებისთვის. ცვლადი შუალედი დაფუძნებულია მონეტის საშუალო ფასზე დროის განსაზღვრულ პერიოდში. მაგალითად, ცვლადი შუალედი მოცემული დღისთვის გამოითვლება ამ დღემდე ოცი სავაჭრო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასების მიხედვით. ყოველი საშუალო ცვლადის გაერთიანებით იქმნება ხაზი.

ასევე მნიშვნელოვანია ექსპონენციალური ცვლადი შუალედის  (Exponential moving average, EMA) ამოცნობა, რომლის გამოთვლითაც  ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში არსებულ ფასებს უფრო მეტი წონა და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მათ წინა დღეების მაჩვენებლებს. 15-დღიან EMA-ში ბოლო ხუთი დღის კალკულაციის კოეფიციენტი ორჯერ მეტია პირველი ათი დღის მაჩვენებელზე.

შემდეგ გრაფიკზე ვხედავთ პრაქტიკულ მაგალითს: თუკი ათდღიანი ცვლადი შუალედი გადაკვეთს ოცდაათდღიან შუალედს, ეს მიგვითითებს დადებითი ტენდენციის არსებობისკენ.

სავაჭრო ბრუნვა

სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვან რულს ასრულებს ტენდენციის განსაზღვრაში. მნიშვნელოვანი ტრენდები თან ახლავს დიდი მოცულობის ბრუნვებს, სუსტი ტრენდები კი – მცირე სავაჭრო ბრუნვას. როდესაც მონეტის ფასი ეცემა, რეკომენდებულია შევამოწმოთ ვაჭრობის მოცულობა, რომელიც თან ახლდა ვარდნას. ჯანსაღი ზრდის გრძელვადიანი ტრენდი ხასიათდება ზრდის მაღალი და ვარდნის დაბალი ტემპებით. აგრეთვე მნიშვნელოვანია თვალყური ვადევნოთ, რომ  მოცულობა დროთა განმავლობაში იზრდებოდეს. თუკი ბრუნვა მცირდება ზრდის განმავლობაში, როგორც ჩანს აღმავალი ტრენდი დასრულდა, დაღმავალი ტრენდის შემთხვევაში კი – პირიქით.

ტექნიკური ანალიზის მეშვეობით ტრეიდერებს შეუძლიათ გამოავლინონ ბაზარზე არსებული განწყობა და ტენდენციები, ასევე შეუძლიათ მიიღონ უფრო მეტად გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებები. არსებობს რამოდენიმე გადამწყვეტი, საკვანძო საკითხი, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა:

ტექნიკური ანალიზი –  ეს პრაქტიკული მეთოდია, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული მონეტების ძველ ფასებსა და მათი სავაჭრო ბრუნვის მოცულობას. ტრეიდინგის პროცესის დასაწყებად არ არის რეკომენდებული – დავეყრდნოთ მხოლოდ ტექნიკურ ანალიზს, განსაკუთრებით კი კრიპტო-სფეროში, სადაც გენერირდება სიახლეები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბაზარზე (მაგალითად, რეგულაციები, ETF სერტიფიკატები, მაინინგ ჰეში და ა.შ). ტექნიკური ანალიზი აიგნორებს და არ შეუძლია წინასწარ გათვალოს ეს ფაქტორები, ამიტომ რეკომენდებულია გამოვიყენოთ ტექნიკური ანალიზისა და ფუნდამენტალური ანალიზის კომბინაცია გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის.

ანალიტიკოსს, რომელიც იღებს ამა თუ იმ კონკრეტული მონეტის ყიდვის გადაწყვეტილებას ფუნდამენტური მიზეზებით – შეუძლია მიიღოს ტექნიკური მხარდაჭერა და აამაღლოს ვაჭრობის რენტაბელურობა.

თეორიიდან რეალიზებამდე: როგორ დავიწყოთ ტრენდების იდენტიფიკაცია?

დასაწყებად საჭიროა ინსტრუმენტი, რომლითაც სწრაფად და მარტივად იწყობა გრაფიკები. შეგიძლიათ გამოიყენოთ კრიპტო-გაცვლების უკვე არსებული გრაფიკები, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ტრენდულ ხაზებს, ისინი მხოლოდ ცალკეული ინდიკატორებია.

მოცემულ სტატიაში წარმოადგენილია ტექნიკური ანალიზის ძირითადი არსი. თუკი გსურთ  ამ ანალიზის პრაქტიკაში რეალიზება, რეკომენდებულია ცოდნის გაღრმავება შემდეგ საკითხებში: ინდიკატორები, ფიბონაჩის დონეები (fibonacci levels), სქემები, შაბლონები და მრავალი სხვა.

წყარო: https://cryptopotato.com/bitcoin-crypto-technical-analysis-beginners

© 2020 MyCoins.ge all rights reserved