ბიტკოინის (Bitcoin) ფასის „Bull Cross“ მიუთითებს ბაზრის დადებით მოძრაობაზე

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (Bitcoin) ფასის „Bull Cross“ მიუთითებს ბაზრის დადებით მოძრაობაზე
22/02/2019
ბიტკოინის (Bitcoin) ფასის „Bull Cross“ მიუთითებს ბაზრის დადებით მოძრაობაზე

Coinmarketcap-ის თანახმად :

  • სამდღიანი გრაფიკი მიუთითებს Bull Cross-ზე 5- და 10-დღიან EMA-ში (ექსპონენციალური მცურავი საშუალო) პირველად ივლისის შემდეგ. ორივე  EMA ჩრდილოეთისკენ აღმავალ ტრენდს აფიქსირებს და ადასტურებს დათვური მარკეტის ხარულად ცვლილებას, რასაც მოწმობს სამდღიან გრაფიკში დიდი სამკუთხედის რღვევა.
  • უახლოეს პერიოდში კრიპტოვალუტამ შესაძლოა მიაღწიოს 4200-დოლარიან ნიშნულს.
  • შესაძლოა დაფიქსირდეს უმნიშვნელო უკანდახევა 3800 დოლარიანი მაჩვენებლისკენ შემდეგი 24 საათის მანძილზე, რადგანაც 4-საათიან გრაფიკში შეიმჩნევა ხარების ძალების ამოწურვის ნიშნები.
  • ხარული ქეისი დასუსტდება, თუკი BTC 3614 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდება, თუმცა ეს ნაკლებად სარწმუნო ჩანს.

ბიტკოინის ფასის ინდიკატორი შვიდი თვის განმავლობაში პირველად გახდა ხარული, რაც ბაზარზე ტრენდის ცვლილებაზე მიუთითებს.

სამდღიან გრაფიკზე 5-სანთლიანმა EMA-მ გადაკვეთა 10-სანთლიანი ექსპონენციალური მცურავი საშუალო ქვედა მიმართულებით – ეს იყო 2018 წლის 17 ივლისის შემდეგ პირველი გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი Bull Crossover-ი.

მცურავი საშუალოს (Moving Average) გადაკვეთები ხელს უწყობს იმპლუსის მოძრაობის განსაზღვას. დათვური ტრენდის ხარულად შეცვლა დასტურდება, როდესაც მოკლევადიანი შუალედი კვეთს გრძელვადიან შუალედს დაღმავალი მიმართულებით.

ბევრი ამტკიცებს, რომ EMA-ს გადაკვეთები ჩამორჩენილ ინდიკატორებს წარმოადგენს. თუნდაც ეს ასე იყოს, მოკლევადიანი შუალედური მაჩვენებლები ტრეიდერებს ეხმარება განასხვავონ დათვური და ხარული სცენარები. MA-ს გრძელვადიანი გადაკვეთები, როგორებიცაა ე.წ. „golden cross“ (ხარული გადაკვეთა 50- და 200-დღიან MA-ში) ხშირად ფუნქციონირებს, როგორც საპირისპირო ინდიკატორები.

ბოლო დადებითი გადაკვეთა, რომლის ნახვაც სამდღიან გრაფიკზეა შესაძლებელი, ადასტურებს ხარულ გარღვევას 3800 დოლარის ზემოთ. შედეგად, შესაძლოა მალე ვიხილოთ დეკემბრის მსგავსი მაქსიმუმი 4200 დოლარს ზევით.

სტატიის წერის დროს ბიტკოინი 3 894 დოლარად იყიდებოდა Bitstamp-ზე და მაქსიმალურ ზღვარს  ამავე დღეს, 21 თებერვალს 3990 დოლარს მიაღწია.

სამდღიანი გრაფიკი:

Bitcoin Price ‘Bull Cross’

როგორც გრაფიკზე ვხედავთ (მარცხნივ), 5- და 10-დღიანმა EMA-მ გადამწყვეტი ხარული გადაკვეთა აჩვენა. დიაგრამა მარჯვენა მხარეს გვიჩვენებს ივლისის bull cross-ს. გადაკვეთის შემდგომი ხანმოკლე შეჯიბრების შემდეგ შუალედური მაჩვენებლები მცირე გადახრებით  გათანაბრდა 14 ნოემბრამდე სამი თვის განმავლობაში.

მიმდინარე სცენარის მიხედვით ბიტკოინის ბოლო სამი დღის ნიშნული 3 936 დოლარზეა და ადასტურებს სამკუთხედის რღვევას, რომელიც ასევე მიუთითებს დათვური ტრენდის ხარულად ქცევაზე. გარდა ამისა, ნიშნული (სანთელი) დაიხურა 3711 დოლარზე მაღალი მაჩვენებლით, რაც ადასტურებს „ხარულ შემობრუნებას“, რომელიც 15 თებერვლამდე სამი დღით ადრე გაჩნდა.

დეკემბრის მსგავსი 4200 დოლარიანი მაქსიმუმი სწრაფად ვერ მიიღწევა, რადგან მოკლევადიანი გრაფიკები დათვურ ტენდენციას აფიქსირებს.

4-საათიანი და საათობრივი გრაფიკი

Bitcoin Price ‘Bull Cross’

შედარებითი ძალის ინდექსმა (RSI) ოთხსაათიან გრაფიკზე გადაინაცვლა ჭარბი ყიდვის ტერიტორიაზე. ამასთან, RSI საათობრივ გრაფიკზე გახდა დათვური 50,00-ს ქვემოთ.

შედეგად, როგორც სამდღიანი გრაფიკი პროგნოზირებს, ბიტკოინი შესაძლოა დაუბრუნდეს 3800 დოლარიან ნიშნულს მანამ, სანამ განაახლებს დეკემბერში დაფიქსირებული მაქსიმუმისკენ – 4236 დოლარისკენ მოძრაობას.

50-საათიანი Moving Average-ის განლაგება 100- და 200 MA-ს ზემოთ ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაღმასვლა 3800 ნიშნულზე მოკლევადიანი იქნება.

წყარო: https://myc.ge/2tyCzDe

© 2020 MyCoins.ge all rights reserved