ბიტკოინი VS ეთერიუმი – რომელ კრიპტოვალუტაში ღირს ინვესტიციის გაკეთება?

Home » კრიპტორჩევები » ბიტკოინი VS ეთერიუმი – რომელ კრიპტოვალუტაში ღირს ინვესტიციის გაკეთება?
30/01/2020
ბიტკოინი VS ეთერიუმი – რომელ კრიპტოვალუტაში ღირს ინვესტიციის გაკეთება?

ალბათ კარგად იცი, რომ კრიპტოვალუტა უფრო მეტია, ვიდრე ბიტკოინი. დღეს ბიტკოინთან ერთად ათასობით სხვა ციფრული ვალუტა არსებობს, რომელთა შორის ბიტკოინის შემდეგ ყველაზე გამორჩეული, ეთერიუმია. ეთერიუმი როგორც კრიპტოვალუტა, ასევე დამოუკიდებელი პლატფორმაა ჭკვიანი კონტრაქტებისა და ბლოკჩეინთან დაკავშირებული სხვადასხვა აპლიკაციებისთვის.

საინტერესოა, როგორ შეიძლება შევადაროთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა და ალტკოინებს შორის გამორჩეული ციფრული ვალუტა – ეთერიუმი.

ვცადოთ

დამფუძნებელი

• ბიტკოინის შემქმნელი სატოში ნაკამოტოა, თუმცა დღემდე დაზუსტებით არავინ იცის, პიროვნებაა ის თუ ეს სახელი უბრალოდ ადამიანთა გაერთიანების ფსევდონიმია.

• ეთერიუმის უკან 8 თანადამფუძნებელი დგას, რომელთა შორის დღეს ყველაზე აქტიური, პროგრამისტი Vitalik Buterin-ია.

პოპულარული რეგიონი

ბიტკოინი ყველაზე პოპულარული პრაღაშია, ეთერიუმი კი ყველაზე მეტად სან-ფრანცისკოში უყვართ.

ცნობილი მეგობარი

• ბიტკოინის აქტიური მხარდამჭერი ყოფილი პროფესიონალი მოკრივე, მაიკ ტაისონია. მან ბიტკოინის ბანკომატების ხაზი დააფუძნა, რომლის დახმარებითაც ტრადიციული ფულის კრიპტოვალუტაში კონვერტაცია შეგიძლია.

• ეთერიუმის მიმართ დადებითი კომენტარებით ეშტონ კაჩერი გამოირჩევა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს დეცენტრალიზებულ ეკონომიკას.

ბრუნვა

ბიტკოინის რაოდენობა 18 მილიონია, ეთერიუმის კი 108 მილიონი.

მაინინგი

წლის განმავლობაში, ბიტკოინის მაინინგი იმდენ ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც მთელი სინგაპური. ეთერიუმის მაინინგში დახარჯული ენერგია კი კოსტა რიკისას უდრის.

ფასი

30 იანვრის მდგომარეობით, ბიტკოინის ფასი $9,339-ია, ეთერიუმის კი $176

დაარსების დღეს რომ $1000-ის ინვესტიცია გაგეკეთებინა

ბიტკოინის შემთხვევაში ახლა $170 მილიონი გექნებოდა, თუ კი ეთერიუმის იყიდდი – $67,000.

რამდენი ერთეული კრიპტოვალუტა დაგჭირდებოდა FERRARI 812 SUPERFAST-ის შესაძენად?

• ბიტკოინის 64.7 ერთეული

• ეთერიუმის 3,201.4 ერთეული.

ეს მხოლოდ ფაქტებია, ხოლო თეორიები, თუ რომელ კრიპტოვალუტაში ღირს ინვესტიციის გაკეთება, ძალიან ბევრია. ალბათ, შენც შენი თეორიები გაქვს. ამ ფაქტებისა და შენი თეორიების ფონზე, რომელს აირჩევდი?

წყარო: http://bit.ly/2S5WSUg

© 2020 MyCoins.ge all rights reserved