კრიპტოვალუტების ვაჭრობის გლობალურმა ბრუნვამ ბოლო 300 დღეში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

Home » კრიპტორჩევები » კრიპტოვალუტების ვაჭრობის გლობალურმა ბრუნვამ ბოლო 300 დღეში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია
22/02/2019
კრიპტოვალუტების ვაჭრობის გლობალურმა ბრუნვამ ბოლო 300 დღეში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

კრიპტოვალუტებით ვაჭრობის საერთო მოცულობამ Coinmarketcap-ის თანახმად 300-დღიან მაქსიმუმს მიაღწია. მიმდინარე კვირის სამშაბათის მონაცემებით მთლიანმა მოცულობამ 33,85 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მეტად აღსანიშნავი მაღალი მაჩვენებელია.

ამგვარად, ბოლო მონაცემები გვიჩვენებს, რომ კრიპტო ბაზრებზე სავაჭრო აქტიურობა იზრდება – Coinmarketcap-ი იკვლევს საერთო ჯამში 2 074 კრიპტოვალუტის ერთობლივ სავაჭრო ბრუნვას, კვლევაში შედის ის ფაქტორებიც, თუ როგორ ყიდულობენ და ყიდიან ამ კრიპტოვალუტებს მსოფლიო ბირჟებზე.

კრიპტოვალუტების ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვა (Daily cryptocurrency trading volume)

კრიპტოვალუტების ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვა

თუმცა, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ პროცესში შესაძლოა იმაზე მეტი ნიუანსი არსებობდეს, ვიდრე უბრალოდ ბაზრის მასშტაბური ზრდაა. ბოლოს დაფიქსირებული სავაჭრო ბრუნვის მოცულობა მოდის ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ ათ უმსხვილეს კრიპტოვალუტაზე.

ათი წამყვანი კრიპტოვალუტის ვაჭრობის საერთო მოცულობამ დაახლოებით 30 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს კი მთლიანი ვაჭრობის 88%-ს შეადგენს. Bitcoin-მა (BTC) და tether-მა (USDT) დააფიქსირეს 24-საათიანი რეკორდული მაჩვენებელი – მათმა სავაჭრო ბრუნვამ 9 მლრდ დოლარს გადააჭარბა. თითოეული მათგანი 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული მთლიანი ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით 27%-ს შეადგენს.

ასეა თუ ისე, ვაჭრობის მოცულობის ზრდა მიუთითებს ინვესტორების მხრიდან ბაზრით დაინტერესების განახლებაზე, რაც გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, რადგანაც ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კრიპტობაზრის ღირებულება 12%-ით გაიზარდა.

ამჟამინდელი სავაჭრო ბრუნვა იმ შემთხვევის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, რომელიც 2017 წლის ბოლოს უკანასკნელ  „ხარულ“ მარკეტზე (bull market) დაფიქსირდა. ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა, რაც კი ერთი დღის მანძილზე ოდესმე დაფიქსირებულა, აღინიშნა 2018 წლის 4 იანვარს – 68 მლრდ დოლარი. იგი მიმდინარე კვირის მაჩვენებელს ორნახევარზე მეტჯერ აღემატება.

სტატიის წერის მომენტში სავაჭრო ბრუნვა 29,8 მილიარდ დოლარს აღწევდა. კვირის დასაწყისიდან მოყოლებული გაყიდულ იქნა 96,9 მლრდ დოლარი, რაც უკვე შეადგენს გასულ კვირას დაფიქსირებული მოცულობის 68%-ს – მოცულობის, რომელიც ახლოს იმყოფებოდა ცხრათვიან მაქსიმუმთან.

წყარო: https://myc.ge/2Xk8GnB

© 2018 MyCoins.ge all rights reserved