Fear & greed (შიშისა და სიხარბის) ინდექსი გვიჩვენებს ინვესტორთა თავდაჯერებულობას და დამოკიდებულებას კრიპტობაზრის მიმართ. ეს სისტემა იყენებს რამდენიმე წყაროს, მათ შორის სოციალურ მედიას, რათა მოგვცეს ფარდობითი რიცხვები, რომლებიც ინვესტორთა მდგომარეობას ასახავს.
შიშსა და ბაზრის არასტაბილურობას, ინდექსის მცირე რიცხვი უკავშირდება, მაშინ როცა დიდი რიცხვი მიუთითებს, რომ ინვესტორები სიხარბისკენ მიისწრაფვიან.
ამოძრავებენ ემოციები კრიპტო შიშს?
ინდექსის მიხედვით, კრიპტო ბაზრის “ქცევა” საკმაოდ ემოციურია. დაკვირვების თანახმად, ინვესტორები ხარბები ხდებიან, თუკი ბაზარი იზრდება, რისი შედეგიცაა შესაძლებლობის გამოტოვების შიში. (FOMO) ასევე, როდესაც ვალუტის ფასის დაცემის მომსწრენი არიან, ინდივიდები ირაციონალურად გადამეტებულად ყიდიან თავიანთ ვალუტას.
8 მარტიდან მოყოლებული, კრიპტოსავალუტო ბაზარი გარკვეული შიშის ზონაა. გლობალურმა პანდემიამ შიში და პანიკა დაამკვიდრა მსოფლიოს გარშემო. კორონავირუსით გამოწვეულ განუსაზღვრელ სიტუაციას უარყოფითი გავლენა აქვს ყველა ბაზარზე, მათ შორის კრიპტოსავალუტოზეც.
გლობალური პანდემია იწვებს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და ამიტომაც, გლობალური ფასების შემცირება ყველგან შესამჩნევია. 12 მარტს მომხდარი ბაზრის მკვეთრი ჩავარდნის შემდეგ, ბიტკოინის ფასი $4,000-ზე დაბლა დაეცა, და Fear & Greed ინდექსმაც 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩენებელს მიაღწია.
ინდექსის ეს მაჩვენებელი გვეუბნება, რომ მარკეტის ეს ექსტრემალური მდგომარეობა შესაძლოა ფასების შესაძლო შებრუნების მაჩვენებელი იყოს. მაშინ როცა ექსტრემალური შიში ძირითადად ინვესტორების მღელვარე დამოკიდებულებას მიმართულებას აძლევს და შესაძლოა ყიდვის შესაძლებლობა იყოს, სიხარბის მაჩვენებელი შეიძლება გვანიშნებდეს, რომ კრიპტო ბაზარზე რაღაც უნდა შეიცვალოს.
წყარო: https://bit.ly/2WuBTyk