3 რამ, რისი გააზრების შემდეგ ბიტკოინზე ყველა ეჭვი გაგიქრება

Home » კრიპტორჩევები » 3 რამ, რისი გააზრების შემდეგ ბიტკოინზე ყველა ეჭვი გაგიქრება
18/09/2020
3 რამ, რისი გააზრების შემდეგ ბიტკოინზე ყველა ეჭვი გაგიქრება

ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც ბიტკოინი გამოჩნდა ვერავინ იფიქრებდა, რომ ის ასე შორს წავიდოდა. ბაზარზე მას სკეპტიციზმით შეხვდნენ, რადგან ადამიანები მხოლოდ ტრადიციულ ვალუტას იყვნენ შეჩვეული, ციფრული ბუნებიდან გამომდინარე კი ბიტკოინზე ფიქრობდნენ, რომ ის არ იყო რეალური ფული.

დროთა განმავლობაში უმეტესობა ჩაწვდა ბიტკოინის არსს, თუმცა არსებობენ ის ადამიანებიც, ვისაც სურთ მომავლის ფულში ინვესტიციის გაკეთება, თუმცა ბოლომდე უჭირთ მასთან შეგუება. რეალურად, მათ ამ სამი ფაქტის გააზრება სჭირდებათ:

1. მექანიზმის კომპლექსურობა მის ფლობას ხელს არ უშლის

იქიდან გამომდინარე, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მთელი კონცეფცია ძალიან ახალია, ზოგიერთებმა შეიძლება თავის შორს დაიჭირონ ბიტკოინისგან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ ესმით, თუ როგორ მუშაობს იგი. თუმცა რეალურად, საერთოდ არ არის საჭირო ის მათემატიკური ცოდნა, რომელიც მაინერებს გააჩნიათ იმისთვის, რომ მომავლის ფულს ფლობდე.

სხვადასხვა ციფრულ საფულეს ბიტკოინის გამოყენება უმარტივეს საფეხურზე დაჰყავს, ბრენდები კი დღითიდღე ნერგავენ ტექნოლოგიებს, რომ მათი პროდუქციისთვის ადამიანებმა კრიპტოვალუტით გადაიხადონ.

2. ისტორია არც ისე დიდია, თუმცა სფერო ვითარდება

11 წელი დიდი დროა, თუმცა არც ისე საკმარისი, რომ ყველას კარგად გაეცნო ბიტკოინი და შესაბამისი ინფორმაცია მიეღო მის შესახებ. თუმცა რეალურად, არსებობს დეტალები, რითიც ის ცნობილი გახდა, ეს კი ტრანზაქციების დაბალი საფასური და დეცენტრალიზებული ქსელის არსებობაა.

წლების მანძილზე, კრიპტოვალუტების ბაზარზე ბევრი რამ მოხდა, რაც ამტკიცებს, რომ ეს სფერო ვითარდება. დღეს უკვე ბაზარზე ათასზე მეტი კრიპტოვალუტაა, მათ შორის ბიტკოინის ყველაზე დიდი კონკურენტები: ეთერიუმი, ლაითკოინი, რიპლი და სტელარი.

3. ციფრული ბუნება უპირატესობაც შეიძლება იყოს

ტრადიციული ვალუტისგან განსხვავებით, ბიტკოინს ხელშესახები ფორმა არ აქვს, რაც შეიძლება ართულებს მის აღქმას და ნაკლებად დამაჯერებელს ხდის მის არსებობას. თუმცა როგორც ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, ფულის რეალურ ღირებულებას ქმნის ის, თუ რამდენად სჯერა ხალხს, რომ მას გადახდის საშუალებად გამოიყენებენ. შესაბამისად, ფაქტები გვარწმუნებენ, რომ ამ მხრივ ბიტკონს დიდი მომავალი აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრადიციული ვალუტისგან განსხვავებით, რომლის დიდი რაოდენობით ბეჭდვასაც მთავრობები კრიზისის დროს იწყებენ და რაც ინფლაციას იწვევს, ბიტკოინს შეზღუდული რაოდენობა აქვს და მისი მხოლოდ 21 მილიონი ერთეული იარსებებს, რაც გამორიცხავს მის მოულოდნელ ინფლაციას.

მას შემდეგ, რაც ადამიანები გაანალიზებენ, რომ რომ ტრადიციული ფული ისეთივე სტაბილური/არასტაბილური შეიძლება იყოს, როგორც კრიპტოვალუტაა, ბიტკოინი ნამდვილად ყველასთვის გასაგები გახდება. ამასთანავე, ახალი თაობები ციფრულ მომავალზე არიან ორიენტირებულნი და ითვლება, რომ ბიტკოინი ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტად ჩაანაცვლებს ტრადიციული გადახდის ფორმებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved