4 მარტივი ფაქტი, რაც უნდა იცოდე კრიპტოსავალუტო ბაზარზე

Home » კრიპტორჩევები » 4 მარტივი ფაქტი, რაც უნდა იცოდე კრიპტოსავალუტო ბაზარზე
09/09/2020
4 მარტივი ფაქტი, რაც უნდა იცოდე კრიპტოსავალუტო ბაზარზე

კრიპტოვალუტა დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საინვესტიციო საშუალებაა მსოფლიოში. თუ ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმას აპირებ, სასურველია ეს 4 რამ იცოდე.

1. ბიტკოინს კრიპტო ბაზრის 60%-ზე მეტი უკავია

ბიტკოინი კვლავ კრიპტოსავალუტო ბაზრის დომინანტია 60%-იანი წილით. რეალურად, ბიტკოინი ციფრული ოქროა და კრიზისის პერიოდში ინვესტორები ხშირად მიმართავენ მას.

2. 1,600-ზე მეტი კრიპტოსავალუტო პროექტი ჩაიძირა

2018 წლიდან კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პროექტების ბუმი იყო, თუმცა როგორც Coinopsy ამბობს, მას შემდეგ 1,600 კრიპტო პროექტი ჩაიძირა ინვესტიციების ნაკლებობით.

3. ბიტკოინის შეზღუდული რაოდენობა მის ინფლაციას შეუშლის ხელს

ბიტკოინის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ოქროს მსგავსად, მისი რაოდენობაც შეზღუდულია. ეს კი ახალი მარაგების შექმნას გამორიცხავს, რაც თავის მხრივ, ინფლაციის ზრდას უშლის ხელს. საინტერესოა, რომ ბიტკოინის 21 მილიონი ერთეულიდან 18 მილიონი უკვე მიწოდებაშია.

4. ბიზნეს ლიდერების 83% ფიქრობს, რომ 2030 წლისთვის კრიპტოვალუტები ტრადიციული ვალუტის ძლიერი კონკურენტი იქნება

Deloitte’s-ის 2020 წლის კვლევამ გამოაქვეყნა ინვესტორების დამოკიდებულება ბლოკჩეინ ტექნოლოგიისადმი. როგორც ჩანს, დღეს ბიზნეს ლიდერები ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ და მათთვის საინტერესოა, რომ ის თავიანთ ბიზნეს ოპერაციებშიც დანერგონ.

წყარო: https://bit.ly/35kj4Ch

© 2020 MyCoins.ge all rights reserved