4 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას

Home » კრიპტორჩევები » 4 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას
22/11/2019
4 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას

ნათქვამია, უშეცდომო არავინაა, თუმცა ჭკვიანი ადამიანები უფრო მეტად სხვის შეცდომებზე სწავლობენო. შესაბამისად, ჩვენც გამოვიკვლიეთ შეცდომები, რომლებიც უკვე დაშვებულა კრიპტოსავალუტო ბაზარზე ვაჭრობისას და თუ ამ სფეროში ახალი ხარ, შეგიძლია გაითვალისწინო

კრიპტოვალუტის ყიდვა მხოლოდ ფასის შემცირებისას

ერთ-ერთი მარტივი შეცდომა, რასაც დამწყებები კრიპტოვალუტების სამყაროში შემობიჯებისას უშვებენ, კრიპტოვალუტის მხოლოდ მაშინ შეძენაა, როცა მისი ფასი მცირდება. მნიშვნელოვანია, ბაზრის მდგომარეობასაც უყურო ხოლმე და სწორად შეაფასო თითოეული ვალუტის ბაზრის ჯამური კაპიტალიზაციაც, რაც ასევე დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ხშირი ტრანზაქციები

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი გეჩვენება შენი სტრატეგია, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეტაპზე გაჩერდე და სწორად შეაფასო სიტუაცია. რეალურად, შენ უნდა ვაჭრობდე კრიპტოვალუტებით სტრატეგიულად და არა ისეთი ტემპებით, თითქოს ეს უბრალოდ ჩვევა იყოს. 

ყველას აზრის გათვალისწინება

როცა დამწყები ტრეიდერები სავაჭრო მოედანზე გადიან, მათზე ხშირად მოქმედებს ამ სფეროს პროფესიონალების შეხედულებები, ანალიზი, რაც საკმაოდ ბევრია და განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, ასეთი აზრების არსებობამ დამწყებებს, შესაძლოა, თავიანთ სტრატეგიას აცდენილი ტრანზაქციების განხორციელებისკენ უბიძგოს, ამიტომ იცოდე, რომ ყველას პოზიციას ვერ გაითვალისწინებ. 

გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა 

კრიპტოვალუტების სამყაროში არ არსებობს გარიანტიები, შესაბამისად, თუ ვაჭრობას გადაწყვეტ ყოველთვის მზად უნდა იყო მოულოდნელობებისთვის, რომლებიც შეიძლება ზოგჯერ როგორც სასიამოვნო, ასევე არასასიამოვნოც აღმოჩნდეს. ამან კი შენ გაწყობაზე არ უნდა იმოქმედოს და სიტუაციის კონტროლით, თავდაპირველ სტრატეგიას მშვიდად უნდა მიჰყვე. 

რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სრული ჩამონათვალი, რაც ბოლომდე აგარიდებს შეცდომების დაშვებას, თუმცა ერთადერთი გზა იმის გასაგებად, რა არის სწორი და რა არასწორი, პრაქტიკაში გამოცდაა.

ეწვიე MyCoins.ge-ს და თავად დააგროვე მეტი პრაქტიკა კრიპტოსავალუტო ბაზარზე.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved