5 უნარი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო კრიპტოსავალუტო ბაზარზე წარმატების მისაღწევად

Home » კრიპტორჩევები » 5 უნარი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო კრიპტოსავალუტო ბაზარზე წარმატების მისაღწევად
20/11/2019
5 უნარი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო კრიპტოსავალუტო ბაზარზე წარმატების მისაღწევად

კრიპტოვალუტების სამყაროში წარმატების მიღწევა სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის სპეციალური უნარ-ჩვევების ფლობაზეა დამოკიდებული. თუ დიდი ხანია ამ სფეროში ხარ, ალბათ გარკვეული უნარები უკვე გამოგიმუშავდა, ხოლო თუ ჯერ ახლა იწყებ შენი შესაძლებლობების აღმოჩენას, ჩვენ მოგიყვებით იმ უნარების შესახებ, რომელთა განვითარებაზე ზრუნვა მოკლე დროში კარგ შედეგებამდე მიგიყვანს.

1. ანალიზი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რაც კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას გჭირდება, სწორი ანალიზია.  ბაზარზე კრიპტოვალუტების არსებული მდგომარეობა უმეტესად ჩარტების სახითაა წარმოდგენილი, სადაც სხვადასხვა ინდიკატორის და ტრენდების გარჩევა გჭირდება ბაზრის მდგომარეობის სწორად აღსაქმელად.

2.გამოკვლევა

Image result for research gif

უახლესი ინფორმაციის მუდმივი წყურვილი და რელევანტური მასალების მუდმივი ძიება საშუალებას გაძლევს ყოველთვის განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ეს კი საბოლოო ჯამში, სწორი სტრატეგიების შემუშავების ალბათობას ზრდის.

3.ფოკუსირება

Image result for focus gif

იმის ფონზე, რომ კრიპტოსავალუტო ბაზარზე უამრავი ინფორმაციაა, ფოკუსირების უნარი შესაძლებლობას გაძლევს მხოლოდ საჭირო ინფორმაცია ამოარჩიო და მასზე გააკეთო აქცენტი.

4.კონტროლი

Image result for self control sherlock gif

ამ ნაწილში მნიშვნელოვანი საკუთარი ემოციების კონტროლია, რაც გეხმარება თავდაპირველ გეგმას მიჰყვე და აღელვების ფონზე შეცდომები არ დაუშვა. ამავდროულად, საკუთარი თავის სწორად კონტროლის უნარი რისკების და შესაძლებლობების სწორად გაანალიზების საშუალებასაც გაძლევს.

5.შედეგების ჩანიშვნა

Related image

შენ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მუდმივი ჩანიშვნა, მათი გადახედვა და ამის მიხედვით მომავალში სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება წარმატების გასაღებია. მსგავსი ჩანაწერების გარეშე რთულია შენი რეალური პროგრესის დანახვა.

და შენ რომელი უნარით გამოირჩევი?

გაგვიზიარე შენი ის თვისებები, რაც ფიქრობ, რომ კრიპტოვალუტებით წარმატებული ტრანზაქციების განხორციელებაში გეხმარება.

© 2018 MyCoins.ge all rights reserved