5 მარტივი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდო ბიტკოინი მაიქოინსზე

Home » კრიპტორჩევები » 5 მარტივი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდო ბიტკოინი მაიქოინსზე
21/05/2020
5 მარტივი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდო ბიტკოინი მაიქოინსზე

მსოფლიოში #1 კრიპტოვალუტის ყიდვა გადაწყვიტე? ყველა იმ უპირატესობის შესახებ მოგიყვებით, რასაც ბიტკოინის მაიქოინსზე ყიდვით იღებ:

სიმარტივე

ბიტკოინის ყიდვა მაიქოინსზე უმარტივესი პროცესია. ქმნი შენს კრიპტო ანგარიშს, გადიხარ ვერიფიკაციას, რიცხავ თანხას შენს ანგარიშზე და ყიდულობ იმდენი ლარის ბიტკოინს, რამდენიც გსურს, რომ მასში დახარჯო.

ანგარიშის შექმნისას შენ ასევე იღებ შენი ბიტკოინის მისამართს, რომელზეც სხვებსაც შეუძლიათ შენთვის ბიტკოინის გამოგზავნა.

დაცულობა

მაიქოინსზე შენი ანგარიშის უსაფრთხოებისთვის ყველა საერთაშორისო სტანდარტია დაცული, ამასთანავე, ჩვენთან მოქმედებს Google აუტენთიფიკაცია, რომელიც დამხმარე მექანიზმია მომხმარებლის ვინაობის დასადგენად მანამ, სანამ მისცემს წვდომას ვებ-გვერდზე და მის სერვისებზე. 🛡

ჩვენ ასევე ვაწარმოებთ თეთრ სიას, რომელიც გადამოწმებული კრიპტო მისამართების ჩამონათვალია. იქ თავად ამატებ იმ მისამართებს, რომლებზეც გსურს სამომავლოდ გადარიცხო კრიპტოვალუტა. ეს ამცირებს იმის შანსებს, რომ შემთხვევით გადაუმოწმებელ და შეცდომით მითითებულ მისამართზე გაგზავნო შენი კრიპტოები.

ინფორმირებულობა

მას შემდეგ, რაც შენს პირველ ბიტკოინებს იყიდი, ჩვენ მისი ფასის ცვლილების შესახებ მეილის სახით გწერთ, რათა მუდამ ადევნო თვალი შენი პორტფელის მდგომარეობას. ასევე, ჩვენი ვებგვერდი კურსების ცვალებადობის კონტროლის საშუალებას გაძლევს.

მრავალფეროვნება

მაიქოინსზე შენს ბიტკოინებს სხვადასხვა დანიშნულებით მართავ.

  • პირველ რიგში, შეგიძლია ფასის ზრდას დაელოდო და იმაზე ძვირად გაყიდვით, ვიდრე მასში თავიდან დახარჯე, მოგება მიიღო. თანხის განაღდებას მომენტალურად შეძლებ 🤑
  • მაიქოინსის დამხმარებით შენი ბიტკოინები შეგიძლია სხვასაც აჩუქო, ადრესატს მათ მეილზე ამ მისამართზე უგზავნი.
  • შენი ბიტკოინით მაიქოინსზე მობილურის ბალანსს ავსებ, ასევე სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმიდან ნივთებს იწერ. იცი, როცა კრიპტოებით იხდი შენი ნივთისთვის, ისინი უმეტესად ფასდაკლებებს გჩუქნიან?
  • თუ ფული დაგჭირდა, ჩვენთან თანხას დროებით შენი ბიტკოინის საფუძველზე იღებ თან ისე, რომ მას არ ყიდი. ფასი რომ გაიზარდოს, ხომ ინანებდი?

საჩუქრები 🎁

განსაკუთრებულ დღეებზე მაიქოინსზე სხვადასხვა საჩუქარს იღებ.

ასევე, როცა მაიქოინსზე შენი კრიპტო ანგარიში გაქვს, შეგიძლია აქ შენი მეგობრებიც მოიწვიო და ამით დამატებით, შენც და შენმა მეგობარმაც, უფასო კრიპტოები მიიღოთ.

აქვე შეგახსნებთ, რომ თუ შენი პორტფელის გამრავალფეროვნებას გადაწყვეტ, ბიტკოინის გარდა, მაიქოინსზე კიდევ 6 პოპულარული კრიპტოვალუტაა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved