6 მითი კრიპტოვალუტების შესახებ, რომლისაც შესაძლოა გჯეროდეს

Home » კრიპტორჩევები » 6 მითი კრიპტოვალუტების შესახებ, რომლისაც შესაძლოა გჯეროდეს
02/10/2019
6 მითი კრიპტოვალუტების შესახებ, რომლისაც შესაძლოა გჯეროდეს

თუ ზოგჯერ შენ გარშემო ცოტა გაურკვეველი, უცხო ტერმინებით საუბრობენ და ხშირად გესმის ისეთი დასახელებები, როგორიცაა ბლოკჩეინი, ბიტკოინი, დათვები და სატოში ნაკამოტო, იქნებ კრიპტოვალუტების სამყარო შენთვის სპეციალურ სიგნალებს გზავნის?

მცირე ინტრიგა, რა შეიძლება ამ ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებდეს, ალბათ უკვე გაჩენილია, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად სწორი ინფორმაცია მოდის შენამდე.

სანამ ამ სამყაროში მწვერვალების დაპყრობას გადაწყვეტ, სჯობს ზუსტად იცოდე, რა არის მითი და რა რეალობა, ამიტომ შეგიძლია ინფორმაცია, რომლისთვისაც აქამდე ყური მოგიკრავს, ჩვენს ბლოგში გადაამოწმო. 

მითი 1. კრიპტოვალუტის წარმოება მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე სხვა ტრადიციული ვალუტა

შეიძლება კრიპტოვალუტების წარმოებაზე დიდი ენერგია იხარჯება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ტრადიციულ ვალუტასთან შედარებით მას მეტი რესურსები სჭირდება. რეალურად ფული, რომელიც ხელშესახები ფორმით გვაქვს, თავისი ცენტრალიზებული ბუნების გამო უამრავ რესურსსა და ინფრასტრუქტურას მოითხოვს. (მაგ: ბანკები, ბანკომატები, ადამიანური რესურსი და ა.შ.)

მითი 2. ბიტკოინი = ბლოკჩეინი

ბიტკოინი პირველი წარმატებული დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტაა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საშუალებით შეიქმნა. თუმცა მას შემდეგ სამყაროში უკვე გაჩნდა სხვა კრიპტოვალუტებიც, რომელთა საწყისი თავიანთი, დამოუკიდებელი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაა.

მითი 3. კრიპტოვალუტა არალეგალური გარიგებებისთვის შეიქმნა

რეალურად, ნებისმიერი ვალუტის გამოყენებაა შესაძლებელი უკანონო გარიგებებისთვის. მაგალითად, დოლარი დღემდე რჩება შავ ბაზარზე ვაჭრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ შექმნიდნენ კრიპტოვალუტას მხოლოდ ამ მიზნისთვის? რეალურად, კრიპტოვალუტების და ნებისმიერი სხვა ვალუტის დანიშნულება მათ ბუნებაზე კი არა, ადამიანების ნებაზეა დამოკიდებული. 

მითი 4. რიგითი ადამიანები ვერ გაერკვევიან კრიპტოვალუტაში

რეალურად, კრიპტოვალუტების გამოყენება ბოლო წლების მანძილზე იმდენად გამარტივდა, რომ ტრანზაქციების განხორციელება ისეთივე მარტივია, როგორც იმ სხვა ნებისმიერი ფულით, რომელიც ახლა ელექტრონულად გაქვს. შესაბამისად, თუ დაინტერესებული ხარ კრიპტოვალუტების ფლობით, მათი ყიდვა/გაყიდვით და სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებით, უბრალოდ უნდა აარჩიო სად გახსნი შენს ელექტრონულ საფულეს და უკვე მზად ხარ.

მითი 5. შენ ვერ გაცვლი კრიპტოს ნაღდ ფულში

რა თქმა უნდა, შეგიძლია კრიპტოვალუტის ტრადიციულ ფულზე გადაცვლა და ამისთვის უამრავი პლატფორმა არსებობს. მაგალითად, ჩვენთან მაიქოინსზე შეგიძლია, ის ლარში ან დოლარში გადაცვალო.

მითი 6. შენ შეგიძლია ფიზიკურად ფლობდე ბიტკოინის მონეტებს

ბიტკოინს ფიზიკური ფორმა არ აქვს და ის ბლოკჩეინის გარეთ არ არსებობს, შესაბამისად, თუ ვინმე ეცდება შენს დარწმუნებას, რომ კონკრეტული მონეტა ბიტკოინისაა და ის ღირებულია, ეს უბრალოდ ხუმრობად შეგიძლია მიიღო.

Bitcoin Cryptocurrency GIF

ზოგადად, ბუნებრივია ის კითხვის ნიშნები, რაც კრიპტოვალუტების გარშემო ჯერ კიდევ არსებობს მაშინ, როცა ის მხოლოდ ათეულობით წელია ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა, თუმცა ფაქტი ერთია: კრიპტოვალუტების სამყარო ამოუწურავია, ერთადერთი სწორი გზა კი მის აღმოსაჩენად ისაა, რომ იქ არსებული შესაძლებლობები თავად გადაამოწმო. 

© 2018 MyCoins.ge all rights reserved