6 წიგნი, რომელიც ყველა კრიპტო ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

Home » კრიპტორჩევები » 6 წიგნი, რომელიც ყველა კრიპტო ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
14/02/2020
6 წიგნი, რომელიც ყველა კრიპტო ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

კრიპტოსავალუტო ბაზარზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება შესაბამის ცოდნას მოითხოვს. არსებობს არაერთი წიგნი, რომლებშიც მნიშვნელოვანი რჩვევებია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ინვესტორებისთვის. ჩვენ რამდენიმე შევარჩიეთ და შესაბამისი ბმულებიც დავურთეთ, თუ მათ წაკითხვას გადაწყვეტ.

  1. Origin of Species by Means of Natural Selection – Charles Darwin

,,ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე დეტალური ნაშრომია, რომელიც გვიყვება ბიზნესში კონკურენციის მექანიზმზე, გადარჩენაზე და ბიზნესის ცვალებად გარემოსთან ადაპტირების გზებზე.” – გვირჩევს John McAfee, კრიპტო ანტრეპრენერი და კომპანია McAfee-ეს დამფუძნებელი

გამოწერა

2. Bitcoin Billionaires: A True Story of Genius, Betrayal, and Redemption – Ben Mezrich

,,წიგნი გვიყვება ბიტკოინის საუკეთესო პერიოდზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც საკმარისად გამბედავები აღმოჩნდნენ, რომ პირველებს ერწმუნათ ახალი, რევოლოციური ციფრული ფულის, გაეკეთებინათ მასში ინვესტიცია და მოეწყოთ რევოლუცია ფინანსურ ბაზარზე.

წიგნი საკმაოდ მარტივ ენაზე გადმოსცემს ფაქტებს ახალ ტექნოლოგიაზე და მკითხველს საბაზისო ცოდნას აძლევს კრიპტოვალუტებზე.” – გვირჩევენ Tyler და Cameron Winklevoss-ები, კომპანია Gemini-ის თანადამფუძნებლები

გამოწერა

3.The Age of Cryptocurrency – Paul Vigna and Michael Casey

ეს წიგნი Wall Street Journal-ის კომენტატორების ნამუშევარია, რომელიც გვიყვება ბიტკოინის გარშემო არსებულ აჟიოტაჟზე და მკითხველს ახალი ეკონომიკური რეალობისთვის ამზადებს.

წიგნში კარგად არის განხილული კრიპტოვალუტის როლი თანამედროვე სამყაროში: როგორ წარმოიქმნა, როგორ მუშაობს მისი მაქანიზმი და რა უნდა იცოდე იმისთვის, რომ მზად იყო მომავლის ეკონომიკისთვის.

გამოწერა

4. Nomad Capitalist – Andrew Henderson

წიგნი შესანიშნავი გზამკვლევია ინვესტორებისთვის, რომლებსაც მცირე კაპიტალი აქვთ და სურთ თანხები ჭკვიანურად დააბანდონ. ის ისეთ საკითხებზე გცემს პასუხს, როგორიცაა: როგორ მოახდინო რისკების დივერსიფიცირება, დაიცვა შენი ფული და გქონდეს სწორი რეაგირება ცვლილებების დროს.

გამოწერა

5.Digital Gold – Nathaniel Popper

ეს წიგნი იდეალურია, თუ კრიპტოვალუტების სამყაროს აღმოჩენას ახლა იწყებ. ის ბიტკოინის ისტორიას გვიყვება და მასში ნახსენებია კრიპტოვალუტების განვითარების პროცესში მონაწილე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები.

გამოწერა

6.CryptoAssets – Chris Burniske & Jack Tatar

წიგნი გასწავლის, როგორ ვმართოთ შიში და ემოციები ინვესტირების დროს და ამავდროულად, მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს სხვადასხვა კრიპტო პროექტის განვითარების გზების შესახებ. მისი წაკითხვა ინვესტორისთვის, კრიპტომოვაჭრისა და ანალიტიკოსისთვის, ერთნაირად საინტერესოა.

გამოწერა

რომელი წიგნით დაიწყებ?

იცი, რომ Amazon-ზე სასურველ წიგნზე 33%-მდე ფასდაკლება შეგიძლია მიიღო. როგორ? ამას ჩვენ გასწავლით.

© 2018 MyCoins.ge all rights reserved