ტოპ 4 კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემდეგ

Home » კრიპტორჩევები » ტოპ 4 კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემდეგ
11/09/2020
ტოპ 4 კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემდეგ

კრიპტოვალუტებზე საუბრისას პირველი, რაც ყველას აზრად მოგვდის, ბიტკოინია. თუმცა ბიტკოინის გარდა ბაზარზე ათასზე მეტი კრიპტოვალუტაა, რამდენიმე მათგანს განვიხილავთ.

ეთერიუმი (ETH) – სმარტ კონტრაქტების კრიპტოვალუტა

ეთერიუმი 2015 წელს გამოჩნდა Vitalic Buterin-ის მიერ შეგროვებული ფინანსური სახსრებით. ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია $41 მილიარდამდე აღწევს. ამ დროისთვის მისი ფასი $363-ია, რაც ბიტკოინის ფასთან შედარებით გაცილებით მცირეა.

რიპლი (XRP) – ყველაზე სწრაფი კრიპტოვალუტა

თუ ახალი კრიპტოვალუტები ბიტკოინის კოდში მცირე ცვლილებების საფუძველზე ჩნდება, მაგალითად ეთერიუმი, რიპლის შემთხვევაში კოდი ნულიდან დაიწერა. რიპლის შექმნის მიზანი ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდა და ხარჯების დაზოგვა იყო.

რიპლის ტექნოლოგიას ამერიკის ბანკი უკვე იყენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიტკოინისა და ეთერიუმისგან განსხვავებით, რიპლის მაინინგი არ ხდება.

ლაითკოინი (LTC) – ციფრული ფული სწრაფი ტრანზაქციებისთვის

ლაითკოინი 2011 წელს შეიქმნა გუგლის ყოფილი ინჟინერის, Charles Lee-ის მიერ. ლაითკოინი, ეთერიუმის მსგავსად ბიტკოინის hard fork-ია და ტრანზაქციებიც ბიტკოინზე სწრაფია. თუ ბიტკოინის ბლოკები ყოველ 10 წუთში იქმნება, ლაითკოინის შემთხვევაში ეს ბევრად სწრაფად, 2.5 წუთი ხდება. სწორედ ამიტომ ლაითკოინს უფრო მეტი ტრანზაქციის გატარება შეუძლია. მისი რაოდენობა შეზღუდულია და 84 მილიონ ერთეულს ვერ გადააჭარბებს. ამ მომენტისთვის ლაითკოინი შეგიძლია $49-ად იყიდო.

დეში (Dash) – ანონიმური კრიპტოვალუტა

დეშის სისტემაში შეუძლებელია ადამიანების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების გაშიფვრა, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის ბიტკოინთან მიმართებაში.

ეს, რა თქმა უნდა, არ არის ბაზარზე არსებული პოპულარული კრიპტოვალუტების სრული ჩამონათვალი. შესაძლებლობები დიდია, მთავარია სწორად აირჩიო შენს სტრატეგიებზე მორგებული კრიპტოვალუტა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved