ციფრული ვალუტა ელექტრონულად იქმნება და ელექტრონულადვე ინახება. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბეჭდავენ (ლარი, დოლარი, ევრო), ციფრულ ვალუტას აწარმოებენ ფიზიკური პირები ან ბიზნესმენები სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რომლებიც მათემატიკური ალგორითმების ამოსახსნელად შეიქმნა.