Twitter-ის ლოგოს ცვლილებამ DOGE-ის 20%-იანი ზრდა გამოიწვია

Home » ბლოგი » Twitter-ის ლოგოს ცვლილებამ DOGE-ის 20%-იანი ზრდა გამოიწვია
04/04/2023
Photo: Dogecoin, Twitter,
Twitter-ის ლოგოს ცვლილებამ DOGE-ის 20%-იანი ზრდა გამოიწვია

ილონ მასკის ხუმრობამ, დოჯქოინი (DOGE) 20%-იანი გაძვირება გამოიწვია. Twitter-ის მფლობელმა სოციალური ქსელის ლოგო შეცვალა და ახლა უკვე, მომხმარებლები ლურჯი ჩიტის ნაცვლად, DOGE-ის ლოგოს, ძაღლ შიბა ინუს გამოსახულებას ხედავენ.

Tesla-ს და Twitter-ის შეფის ეს სვლა ერთგვარი ხუმრობაა იმ სარჩელის სანაცვლოდ, რომელიც ინვესტორთა ჯგუფმა მასკის წინააღმდეგ, შეერთებული შტატების სასამართლოში შეიტანა და მისგან 258 მილიარდ დოლარს მოითხოვს. ისინი ირწმუნებიან, რომ მასკმა დოგჯქოინის (DOGE) პრომოუშენისთვის, ერთგვარი პირამიდული სქემა გამოიყენა და ამით ისინი, ინვესტორები აზარალა.

მასკი და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ „მხიარული სურათები“ და „Twitter-ზე მხარდამჭერი სიტყვები“, არ არის თაღლითობა.

Twitter-ის ლოგოზე დოგკოინის გამოსახულების გამოჩენიდან ერთ საათში, ამ MEME კოინის ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა და 0.10 დოლარსაც კი მიაღწია.

მასკი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა დროით აპირებს ტვიტერის ახალი ლოგოს დატოვებას. ფაქტი ისაა, რომ ამ ხუმრობით, მან პოპულარულ „Wallstreetbets-ის შეფის რეპლიკას უპასუხა, ვინც ტვიტერის ლოგოს დოგჯქოინის ლოგოთი შეცვლა ურჩია. ამ რჩევას მასკმა უპასუხა, რომ ეს სასაცილო იქნებოდა.

ალბათ ასეცაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მილიარდერის ხუმრობამ დოგჯქოინის (DOGE) გაძვირება გამოიწვია. როდემდე გაგრძელდება ხუმრობა, მასკი გადაწყვეტს. არაა გამორიცხული, რომ ამის გამო, მის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელიც შეიტანონ.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – მასკმა თავისი უცნაური სვლა 1 აპრილს არ დაამთხვია. ამ შემთხვევაში, ამას ბაზარი უბრალო ხუმრობად აღიქვამდა და შესაძლოა, დოგჯქოინის (DOGE) ფასის ზრდაც არ გამოეწვია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved