ეთერიუმმა (ETH) ტრანზაქციების რიცხვით ბიტკოინს (BTC) გადაასწრო

Home » ბიტკოინი » ეთერიუმმა (ETH) ტრანზაქციების რიცხვით ბიტკოინს (BTC) გადაასწრო
06/01/2023
ეთერიუმმა (ETH) ტრანზაქციების რიცხვით ბიტკოინს (BTC) გადაასწრო

კრიპტო ბაზარზე მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა – წინა წელს ეთერიუმის (ETH) ქსელში შესრულებული ტრანზაქციების მოცულობა, ბიტკოინის BTC) ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტი იყო. თუმცა ბიტკოინი (BTC) ონლაინ ძებნის დროს, კვლავაც ყველაზე პოპულარულ კრიპტო ვალუტად რჩება.

Nasdaq-ის და YCharts-ის მონაცემებით, ეთერიუმის (ETH) ქსელში შარშან 408.5 მილიონი ტრანზაქცია შესრულდა, ბიტკოინით კი – 93.1 მილიონი. ამგვარად, ეთერიუმს (ETH) 338 პროცენტით მეტი ტრანზაქცია ჰქონდა. ტრანზაქციების საშუალო დღიური მოცულობა ეთერიუმზე 1.1 მილიონი იყო, ბიტკოინზე (ETH) კი – 255 000.

მაგრამ ბიტკოინით (BTC) ტრანზაქციები უფრო სტაბილურად და პერიოდებით სრულდებოდა, ეთერიუმის (ETH) შემთხვევაში კი ძლიერი რყევები იყო, რომლებსაც ძირითადად, გარე ფაქტორები იწვევდა.

ეთერიუმით (ETH) შესრულებული ტრანზაქციების რიცხვი, ახალი წლის შემდეგაც უფრო მეტია, ვიდრე ბიტკოინით (BTC) შესრულებული. ამასთან, ამ ორი ვალუტით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობებში, სხვაობის ზრდაც ფიქსირდება. კერძოდ, 2 იანვარს ეთერიუმის (ETH) ქსელით 924 614 ტრანზაქცია შესრულდა, ბიტკოინის (BTC) შემთხვევაში კი „მხოლოდ“ 229 191.

ანალიტიკურ პლატფორმა BitInfoCharts ინფორმაციით, წარმოდგენილ მონაცემებში არ შევიდა ეგრეთ წოდებული მეორე დონის ტრანზაქციების სტატისტიკა. არადა, ამ მაჩვენებლით, ეთერიუმის (ETH) პოზიცია კიდევ უფრო გამყარდებოდა.

პლატფორმა L2BEAT-ის  ინფორმაციით, ეთერიუმის (ETH) ქსელში მეორე დონის ტრანზაქციების რიცხვმა ოქტომბერში პირველი დონის ტრანზაქციების რიცხვს გადააჭარბა და მას შემდეგ, მუდმივად უფრო მეტია.

რაც შეეხება ინტერნეტით ძებნის აქტივობას, ამ მხრივ, ბიტკოინი (BTC) კვლავაც ლიდერობას ინარჩუნებს. კერძოდ, გუგლის სისტემაში, შარშან საშუალოდ თვეში 28.4 მილიონი ძებნა ფიქსირდებოდა. უფრო მეტიც, Cointelegraph-ი ირწმუნება, რომ ძებნის მხრივ, ეთერიუმი (ETH) მეორე და მესამე ადგილზეც კი არაა. ეს ადგილები შიბა ინუს (Shiba Inu) და დოჯქოინს (Dogecoin) უკავია. ეთერიუმი (ETH) 3.8 მილიონი ძებნით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved