Chainalysis-ის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში არსებული ეთერიუმის (ETH) მესამედი მხოლოდ 376 ადამიანს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა რომ ე.წ. „ვეშაპები“ ბრუნვაში არსებული ეთერიუმის დიდი ნაწილის მაკონტროლებელია, ისინი მსოფლიო გარიგებების მხოლოდ 7 %-ში იღებენ მონაწილეობას. კვლევამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ადამიანები ეთერიუმის ფასის მერყეობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენენ, თუმცა ისინი ხელს უწყობენ ფასის მერყეობას მაშინ, როდესაც დიდი მოცულობის გარიგებებით შემოდიან კრიპტოსავალუტო ბაზრებზე. არსებულ მაჩვენებლებთან დაკავშრებით შეიძლება ითქვას რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რადგან „ვეშაპები“ 2016 წლის მონაცემებით მსოფლიოში არსებული ეთერიუმის 47 %-ს ფლობდნენ. იმავე კვლევის მიხედვით, „ვეშაპების“ დაახლოებით 60 % რეგულარულად არ ვაჭრობს ბირჟებზე და უბრალოდ ინახავენ კრიპტოაქტივებს.
2016-2019 წლების აქტივობების ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ ეთერიუმის ფასების ტრენდი ბიტკოინის დინამიკას იმეორებს. მკვლევარების მიხედვით, საშუალოდ, ბიტკოინის (წინა დღის) ფასის 1%-იანი ზრდა იწვევს ეთერიუმის ფასის (მომდევნო დღის) 1.1 %-იან ზრდას. საერთო ჯამში, ბლოკჩეი-ანალიზის კომპანია მიიჩნევს, რომ „ვეშაპების“ გავლენა საბაზრო ფასების მერყეობაზე გადაჭარბებულად არის შეფასებული, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნულმა ინდივიდებმა შეიძლება სრულიად შეცვალონ ბაზარზე არსებული ვითარება თუ ისინი კრიპტოსავალუტო ბაზრებზე მსხვილი საბაზრო გარიგებებით შემოვლენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეში კომპანიის კვლევის მიხედვით, გამოძიებული კრიპტო დანაშაულების 95 % ბიტკოინის გარშემო დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, Chainalysis-ი აპირებს რეალურ დროში დადებული გარიგებების მონიტორინგის ინსტრუმენტების გაფართოვებას, რომლებიც პასუხს აგებენ კრიპტოსავალუტო ბაზარზე არსებულ 10 კრიპტოვალუტაზე.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/just-376-people-own-33-of-the-worlds-ether-chainalysis-report-says