Coinbase-ის საფულე BCH-ის, ETC-ის, XLM-ის და XRP მხარდაჭერას შეაჩერებს

Home » ბიტკოინ ქეში » Coinbase-ის საფულე BCH-ის, ETC-ის, XLM-ის და XRP მხარდაჭერას შეაჩერებს
02/12/2022
Coinbase-ის საფულე BCH-ის, ETC-ის, XLM-ის და XRP მხარდაჭერას შეაჩერებს

Coinbase-ის საფულე მალე რამდენიმე კრიპტო ვალუტის მხარდაჭერას შეწყვეტს, რის მიზეზადაც, „მათი დაბალი აქტივობა“ სახელდება. ეს ვალუტებია რიპლის XRP, ბიტკოინ ქეში (BCH), ეთერიუმ კლასიკი (ETC) და სტელარის (XLM). Coinbase-ის გუნდი ამ კრიპტოების მხარდაჭერას სრულად 2023 წლის იანვარში შეწყვეტს.

გარდა ამისა, ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში კომპანია წერს, რომ ამ აქტივების ნებისმიერი ნაშთი, რომლებიც Coinbase-ის არსებულ ანგარიშებზე დარჩება, ხელუხლებლად შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელთა არსებული აქტივები არ დაიკარგება. მხარდაჭერის შეწყვეტის შემდეგაც, აღნიშნული კრიპტოები კვლავაც დაკავშირებული იქნება მომხმარებელთა მისამართებთან. და ასე გარდამავალ პერიოდში გაგრძელდება. მომხმარებლები თავიანთი არა მხარდაჭერილი აქტივების სხვა ქსელების საფულეებზე გადატანას შეძლებენ.

Coinbase-ის მიერ, ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მიუხედავად, BCH-ის, ETC-ის, XLM-ის და XRP-ს ფასები პრაქტიკულად არ შემცირებულა. განცხადების გამოქვეყნების მომენტში, XRP-ს ფასი იზრდებოდა და აღმასვლა არც შემდეგ შეუწყვეტია. უფრო მეტიც, გრაფიკის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მისი ფასი 0.42 დოლარს მიაღწევს.

დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა ETC-თან დაკავშირებითაც. მისი ფასი Coinbase-ის განცხადებამდეც იზრდებოდა და გრაფიკი აჩვენებს, რომ ის შესაძლოა 20.90 დოლარამდე ავიდეს. ბიტკოინ ქეშიც ETC-ს მსგავსად, ზრდას აგრძელებს. წინა კვირაში 120 დოლარამდე გაძვირების შემდეგ, BCH-ს ვარდნა ჰქონდა, თუმცა შემდეგ 112 დოლარამდე ამოვიდა. ზრდის ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში, BCH-ს 115 დოლარამდე გაძვირების შანსი ექნება.

რაც შეეხება სტელარს (XLM), კრიპტო პლატფორმა FTX-ის კრახის შემდეგ, მისი ფასიც დაეცა, ბოლო კვირაში კი სრულ უძრაობას ავლენს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved