K33-ის ანგარიში: “ეთერიუმის ETF პირველ 5 თვეში 4 მილიარდ დოლარს მოიზიდავს”

Home » ეთერიუმი » K33-ის ანგარიში: “ეთერიუმის ETF პირველ 5 თვეში 4 მილიარდ დოლარს მოიზიდავს”
07/06/2024
K33-ის ანგარიში: “ეთერიუმის ETF პირველ 5 თვეში 4 მილიარდ დოლარს მოიზიდავს”

ეთერის spot ETF-ის დამტკიცებას კრიპტოსამყარო მოუთმენლად ელოდება. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ეთერი ბოლო წელიწადნახევარია სუსტად გამოიყურება და მის მდგომარეობას Bull განწყობები მნიშვნელოვნად არ აუმჯობესებს. თუმცა, შტატებში დღე-დღეზე ელიან ეთერიუმზე დაფუძნებული ინდექს ფონდებს, რომლებსაც ეთერის პირდაპირი ფლობა შეეძლებათ.

კრიპტო ანალიტიკის ფირმა K33-მა შეისწავლა ბაზარი და ანგარიში მოამზადა, რომლის მიხედვითაც, პირველ ხუთ თვეში spot ETF-ები, დაახლოებით, 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს მოიზიდავენ. K33-ის ანგარიშის პროგნოზი ეთერის უკვე არსებულ, ETF-ის მსგავსი პროდუქტების აქტივებისა და ბიტკოინის პროდუქტების შედარებას, ასევე სავაჭრო დღის ბოლოს ოფციონის მიხედვით დადებული კონტრაქტების საერთო რაოდენობის (OI) ანალიზს ეფუძნება.

ეთერის OI მაჩვენებელი Chicago Mercantile ბირჟაზე, ბიტკოინის ვადიანი გარიგებების 23%-ია, თუმცა 2021 წლის შემდგომ, რაც CME-ზე ეთერის ვადიანი გარიგებებით ვაჭრობა დაიწყო, ეს მაჩვენებელი ბიტკოინის ალტერნატიული პროდუქტების 35%-იც ყოფილა. ეს ფაქტი K33-ს მნიშვნელოვანი, ინსტიტუციური მოთხოვნის არსებობაზე მიუთითებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved