მოახლოვდა ლაიტკოინის (LTC) მორიგი, მეოთხე ჰალვინგი, რასაც კრიპტო ბაზარი მოუთმენლად ელის. ისტორიულად, ჰალვინგის შემდეგ, ამ ალტკოინს ზრდა ახასიათებს. აქამდე სწორედ ასე იყო – ლაიტკოინი ჰალვინგის შემდეგ ძვირდებოდა. ამჯერად კი ფასის ზრდა გაცილებით ადრე დაიწყო. თუმცა ვერავინ იტყვის, რომ გაძვირება ჰალვინგის შემდეგაც არ გაგრძელდება.
ლაიტკოინს ჰალვინგი აგვისტოს პირველ დღეებში უწევს. და მსხვილი მოვაჭრეები და ვეშაპები, სწორედ ამ მომენტს ელიან. ისინი აქტიურობენ, ახალ საფულეებს ქმნიან და მათზე ლაიტკოინებს აგროვებენ. ბუნერბრივია, ჰალვინგის მოლოდინში, ეს ლაიტკოინები ბაზარს მოწყვეტილი რჩება, რაც მიწოდების დეფიციტს იწვევს, ეს კი ფასის ზრდაში აისახება.
რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფასის მნიშვნელოვანი ზრდა იქნება და ლაიტკოინი გაზრდილ ფასს დიდხანს შეინარჩუნებს. „სანტიმენტის“ ინფორმაციით, ძალიან სწრაფად იზრდება იმ საფულეების რიცხვი, რომლებზეც 100 და მეტი ლაიტკოინია (LTC) მოთავსებული. ეს ნიშნავს, რომ დაგროვების პროცესი სრული ტემპით მიმდინარეობს.
დაგროვების და ქსელური ზრდის პარალელურად, შემცირდა ლაიტკოინის ჰეშრეიტი. შემცირდა მოპოვების სირთულე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მაინერების რიცხვი მცირდება. ეს იმ დროს, როდესაც ფასის ზრდას, ახალი მაინერების მოზიდვა უნდა გამოეწვია, რადგან ისინი მოპოვებული ლაიტკოინებით, უფრო მეტი მოგების მიღებას შეძლებენ.
თუმცა ეს დროებითი მოვლენაა და ჰალვინგის შემდეგ, მაინერთა უმეტესობა, თავის მოწყობილობებს ისევ ლაიტკოინის ქსელში ცართავს…