“ბიტკოინზე მოთხოვნა დრამატულად გაიზრდება” – ახალი კვლევის შედეგები

Home » სიახლეები » “ბიტკოინზე მოთხოვნა დრამატულად გაიზრდება” – ახალი კვლევის შედეგები
03/07/2020
“ბიტკოინზე მოთხოვნა დრამატულად გაიზრდება” – ახალი კვლევის შედეგები

ZUBR Research-ის ბოლოდროინდელი რეპორტის მიხედვით, 2028 წლისთვის ბიტკოინზე მოთხოვნა მის მიწოდებას გადააჭარბებს.

რეპორტში ხაზგასმულია, რომ როგორც კი ბიტკოინის მიწოდების მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს, მიმოქცევაში არსებულ ბიტკოინებს რითეილ ინვესტორები სრულად აითვისებენ.

რეპორტში ასევე ნათქვამია, რომ 2024 წლის მოსალოდნელი ჰალვინგიც საკმარისი იქნება, რომ რითეილ ინვესტორებმა არსებული მიწოდების 50% აითვისონ.

Demand for Bitcoin Will See a Dramatic Shift in 8 Years - Retail Addresses to Eat up Entire New Supply

არც ისე დიდი ხნის წინ, კრიპტოსამყაროში ბიტკოინის მე-3 ჰალვინგი მოხდა, რამაც მაინერების ჯილდო 50%-ით შეამცირა. აღსანიშნავია, რომ მესამე ჰალვინგამდე წლიური ინფლაცია 3.8% იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი შემცირებულია და 3.51%-ს შეადგენს.

კვლევა ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ COVID 19-მა კრიპტომოყვარულებს უკვე აჩვენა გარკვეული პოტენციური სცენარი, თუ როგორ იცვლება მომხმარებლების ქცევა ციფრულ ვალუტასთან მიმართებაში კრიზისის პერიოდში. ZUBR Research-მა ასევე განიხილა, არის თუ არა ბიტკოინი ოქროს უკეთესი ვერსია.

რეალურად, კორონავირუსის პანდემიის დროს ბიტკოინზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, თუმცა ოქროსა და ბიტკოინს შორის დიდი განსხვავებაა. ბიტკოინის მიწოდებაზე გარემო პირობები არ ახდენს გავლენას (თუნდაც პანდემია), ბიტკონის მიწოდების შემცირება მისი ბუნებიდან გამომდინარეობს და ეს გარდაუვალია.

კვლევის მიხედვით, შემდეგი ჰალვინგი ბევრ ახალ ინვესტორს გაააქტიურებს, მეხუთე ჰალვინგი კი მასშტაბურ მაჩვენებელს შექმნის ბიტკოინზე მოთხოვნის თვალსაზრისით.

დღეს ბიტკოინი $9,081 ღირს, კრიპტოსავალუტო ბაზარზე კი მისი წილი 65.05%-ია. საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ უახლოეს რამდენიმე თვეში?

მეტი: https://bit.ly/2AqLbmm

© 2020 MyCoins.ge all rights reserved