ბიტკოინის (BTC) ზრდის დაწყება მომავალი წლის მაისიდან არის მოსალოდნელი

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (BTC) ზრდის დაწყება მომავალი წლის მაისიდან არის მოსალოდნელი
09/06/2022
ბიტკოინის (BTC) ზრდის დაწყება მომავალი წლის მაისიდან არის მოსალოდნელი

კრიპტო ანალიტიკოსი რიჩარდ ნაითი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინზე (BTC) მომდევნო დიდი აღმავალი ტრენდი 2023 წლის მაისში დაიწყება. ის ამბობს, რომ დაღმავალი ტრენდი 2023 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება, თუმცა ბიტკოინის (BTC) ფასის ფსკერის ნიშნები წელსვე, ნოემბერში ან დეკემბერში გამოჩნდება.

ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდა, მომდევნო ჰალვინგამდე 1-2 წლით ადრე უნდა დაიწყოს. სწორედ ასე მოხდა პირველი ორი ჰალვინგის წინ. მესამე ჰალვინგი (მოპოვების განახევრება) იმ დროს მოხდა, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია ბობოქრობდა. ამას ასევე დაემატა სპეკულაციები კრიპტო ბაზრის რეგულაციის თემაზე, ვირტუალური ვალუტებისადმი, კორპორატიული ინტერესის ზრდა და კრიპტო ვალუტებით, ცნობილი ადამიანების აჟიოტაჟური დაინტერესება.

ამ განსხვავებული მიმართულებს მქონე ფაქტორების გამო, ინვესტორებს უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ რა მიმართულებას აიღებს ბიტკოინის (BTC) ფასი. ამ ეტაპზე, დაღმავალ ტრენდს უზრუნველყოფს ის გარემოება, რომ სწრაფად მზარდი ინფლაციის გამო, ბაზრებზე რისკიანი აქტივებისადმი ინტერესი კლებულობს.

ბიტკოინის (BTC) ჰალვინგი, კრიპტო ბაზრის მთავარი მოვლენაა. ამ დროს, ნახევრდება ყოველი ბლოკის გახსნაზე მიღებული ბიტკოინების (BTC) რიცხვი. ეს პროცესი ბიტკოინის (BTC) ბლოკჩეინის კოდშია ჩაწერილი. ჰალვინგის შედეგად, ბაზარზე BTC-ს მიწოდება მცირდება და შესაბამისად, სტაბილური მოთხოვნის შენარჩუნების შემთხვევაშიც, ფასი იზრდება.

2008 წელს, როდესაც ბლოკჩეინმა მუშაობა დაიწყო, ყოველი ბლოკის გახსნაზე, ჯილდო 50 ბიტკოინი (BTC) იყო. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ 210 ათასი ბლოკი გაიხსნებოდა. ჰალვინგი ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. სულ ბაზარზე 21 მილიონი ბიტკოინი (BTC) უნდა გამოვიდეს. ამჟამად უკვე 19 მილიონზე მეტია გახსნილი. ჰალვინგების გამო, ბიტკოინის (BTC) მოპოვება 2140 წლამდე გაგრძელდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved