ბიტკოინის (BTC) ტრანზაქციის საკომისიო საერთაშორისო მარკეტზე გაიზარდა

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (BTC) ტრანზაქციის საკომისიო საერთაშორისო მარკეტზე გაიზარდა
22/04/2021
ბიტკოინის (BTC) ტრანზაქციის საკომისიო საერთაშორისო მარკეტზე გაიზარდა

ბიტკოინის (BTC) ტრანზაქციის საკომისიო საერთაშორისო მარკეტზე, 2017 წლის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს აღწევს.

Blockchair-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბიტკოინის (BTC) ტრანზაქციის საშუალო საკომისიო, 20 აპრილს, მისი ბოლო პერიოდის უმაღლეს ნიშნულს, $58-ს მიუახლოვდა, რაც მხოლოდ $4-ით ნაკლებია მის 2017 წლის დეკემბრის საშუალო საკომისიოზე, რომელიც $62-ს შეადგენდა.

კრიპტოვალუტის ბოლო პერიოდში გაზრდილი ტრანზაქციული საკომისიოს მთავარი მიზეზი, ექსპერტების აზრით, სწორედ ის დიდი ფასის დაღმავლობაა, რომელიც ბიტკოინმა (BTC) ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში განიცადა. ბოლო დღეებში, ფასის შემცირებასთან ერთად, ბიტკოინმა (BTC) ერთ-ერთი ყველაზე დიდი “Hash rate”-ის ვარდნაც განიცადა და 172 მილიონი TH/s-დან 154 მილიონ TH/s-მდე ჩამოვიდა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ექსპერტების თქმით, მარკეტზე #1 კრიპტოვალუტისთვის მსგავსი ფასის არაპროგნოზირებადი ცვალებადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც გარკვეულ პერიოდში ერთხელ მუდმივად ხდება.

კრიპტომოყვარულთა უმრავლესობისთვის კი, ბიტკოინი (BTC) კვლავ ერთ-ერთ ფავორიტ კრიპტოვალუტად რჩება, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს და 2021 წელს უწირნასწარმეტყველებენ.

Tags:, ,
© 2020 MyCoins.ge all rights reserved