ბიტკოინის (BTC) ფასმა $11,000-იან ნიშნულს მიაღწია – რა პროგნოზებია კრიპტო ბაზარზე?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (BTC) ფასმა $11,000-იან ნიშნულს მიაღწია – რა პროგნოზებია კრიპტო ბაზარზე?
28/07/2020
ბიტკოინის (BTC) ფასმა $11,000-იან ნიშნულს მიაღწია – რა პროგნოზებია კრიპტო ბაზარზე?

კვირის დასაწყისი ბიტკოინი $10,000 ნიშნულს ივნისის დასაწყისის შემდეგ პირველად გაცდა, დღეს კი უკვე მისმა ფასმა ბოლო თვეების ყველაზე მაღალ ნიშნულს, $11,000-ს მიაღწია.

Crypto market weekly price chart

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი ამ ბლოგის წერის მომენტში $10,914-ია, რაც გასულ 24 საათში 9%-იან ზრდას შეადგენს.

ბოლოს $10,000-იანი ზღვარი ბიტკოინმა 3 ივნისს გადალახა, 7 დღის ჭრილში კი მისის ფასის მატება 20%-ია.

საინტერესოა, რომ კრიპტოსამყაროს წარმომადგენლებს სხვადასხვა პროგნოზი აქვთ ფასის ზრდასთან დაკავშირებით. მაგალითად, Vijay Ayyar, კრიპტოსავალუტო გაცვლის პლატფორმა Luno-დან ფიქრობდა, რომ თუ ფასი $10,500-ს გაცდებოდა, მალე $15,000-იან ნიშნულს უნდა ველოდეთ. მან მთავრობების მიერ სტიმულირების პაკეტების ამოქმედებაც ახსენა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ეს მოვლენა ბიტკოინის ფასის ზრდას ხელს შეუწყობს.

ფინანსური კომპანია deVere Group-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბიტკოინი ნელ-ნელა, წარმატებით იქმნის ციფრული ოქროს რეპუტაციას და გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უფრო ტექნოლოგიური გახდება მსოფლიო, ის ოქროს ჩაანაცვლებს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით კი ფასის ზრდა დიდხანს არ გასტანს და მალე ის $9,800-$9,900-იან ნიშნულებზე დაბრუნდება.

ბიტკოინთან ერთად, ეთერიუმის ფასიც გაიზარდა და 7 დღის ჭრილში 35%-იანი ზრდის შედეგად $333-ს მიაღწია. ბლოგის წერის მომენტში მისი ფასი $318-ს შეადგენს.

CoinMarketCap-ის მიხედვით, კრიპტოსავალუტო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია ამ მომენტისთვის $326.7 მილიარდია, ბიტკოინის წილი კი – 63.1%.

როგორ ფიქრობ, გააგრძელებს კრიპტოს ფასები ზრდას?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved