ბიტკოინი (BTC) წლის მაქსიმუმთან ფეხის მოკიდებას ცდილობს

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი (BTC) წლის მაქსიმუმთან ფეხის მოკიდებას ცდილობს
30/03/2022
ბიტკოინი (BTC) წლის მაქსიმუმთან ფეხის მოკიდებას ცდილობს

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბიტკოინმა (BTC) ზრდა დაიწყო და წლის მაქსიმალური მაჩვენებელი განაახლა. ახალი მაქსიმუმი 48 234 დოლარია, რომლის მიღწევის შემდეგაც, კონსოლიდაციის ფაზა დაიწყო. ომის ერთი თვის განმავლობაში, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი, დაახლოებით 27 პროცენტით არის გაზრდილი.

ბიტკოინმა (BTC) უფრო მცირე კრიპტო ვალუტებიც თან გაიყოლა. მათ შორისაა მეორე უდიდესი მონეტა – ეთერიუმი (Ethereum), რომლის ფასმაც 3 436 დოლარს მიაღწია. ეს კი იანვრის პირველი დღეების შემდეგ, უმაღლესი მაჩვენებელია.

ბაზრის მოთამაშეები თვლიან, რომ კრიპტო ვალუტების ზრდის ეს ახალი ტალღა, ბაზარზე ახალი ინსტიტუციური ინვესტორების და ფინანსური კომპანიების შესვლის შედეგია. მსგავსი ტენდენცია შეინიშნებოდა შარშან, როდესაც ბიტკოინმა (BTC) და სხვა ციფრულმა ვალუტებმა, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიეს.

ბიტკოინის (BTC) ფასისთვის ძლიერი ბიძგის მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა საინვესტიციო გიგანტ „ბლექროკის“ მთავარი აღმასრულებლის განცხადება იმის თაობაზე, რომ  უკრაინაში რუსეთის შეჭრის კვალად, გაიზარდა ციფრული ვალუტების საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის გამოყენების საჭიროება. ეს კი ბიტკოინზე (BTC) (და სხვა კრიპტოებზე) მოთხოვნის და შესაბამისად, ფასის ზრდას იწვევს.

კრიპტო კომპანია „ჯენეზისის“ ბაზრის ანალიზის განყოფილების შეფი ნოელ აჩინსონი ამბობს, რომ ამ გარემოების გამო, ციფრული ვალუტების ბაზარი, სულ უფრო მეტ ფინანსურ რესურსს მიიზიდავს. ეს კი ზრდის გაგრძელებისთვის საკმარისი პირობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშან ბიტკოინის (BTC) ფასი თითქმის 69 ათას დოლარამდე გაიზარდა და ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. მაგრამ მომდევნო 24 დღეში დაახლოებით 30 პროცენტით გაუფასურდა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved