ბიტკოინ (BTC) მილიონერთა რიცხვმა 13,173-ს მიაღწია

Home » სიახლეები » ბიტკოინ (BTC) მილიონერთა რიცხვმა 13,173-ს მიაღწია
10/07/2020
ბიტკოინ (BTC) მილიონერთა რიცხვმა 13,173-ს მიაღწია

მას შემდეგ, რაც ბიტკოინმა 2009 წელს კრიპტოსავალუტო რევოლუცია დაიწყო, სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა. იმ ადამიანების აქტივები, ვინც თავიდანზე ირწმუნეს რევოლოციური ციფრული ფულის, ფასის მასშტაბური ზრდის შედეგად მილიონებად გადაიქცა და ისინი დღეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან.

იცი, რომ ამ დროისთვის 13,173 ბიტკოინ მილიონერი არსებობს, ან ამდენივე მისამართია, რომელზეც $1 მილიონზე მეტი ღირებულების ბიტკოინია? ბიტკოინ მილიონერთა ნახევარი პოპულარული კრიპტოსავალუტო ბირჟების უკან დგას, გარკვეული ნაწილის ვინაობა კი დღემდე ანონიმურად რჩება.

გარდა ამისა, ბიტკოინი გარიგებების რაოდენობით ინარჩუნებს რეკორდულ მაჩვენებლებს, იმ დოლარების რაოდენობამ კი, რომლებიც ინვესტორებმა ბიტკოინებში დახარჯეს, ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს. ეს ხოარ მიგვითითებს იმაზე, რომ რაღაც მასშტაბურს შეიძლება ველოდოთ კრიპტოვალუტის ბაზარზე?

ბიტკოინის მიმართ ინტერესი მას შემდეგ კიდევ უფრო მატულობს, რაც ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ფასეულმა ბანკმა, JP Morgan Chase-მა ის ღირებულ აქტივად დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ბიტკოინის ფასმა ზრდა დაიწყო, დღეს კი $9,200-მდე დაეცა. გასული 7 დღის განმავლობაში კი მისის ფასის დინამიკა ასე გამოიყურება.

CoinMarketCap-ის თანახმად, კრიპტოვალუტის საერთო ბაზრის კაპიტალი ახლა $271.5 მილიარდია, ხოლო ბიტკოინის წილი 62.8%-ს შეადგენს.

წყარო: Forbes.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved