ბრიტანელი კრიპტო მფლობელების უმეტესობა აქტივებს ინახავს

Home » არაკატეგორიზირებული » ბრიტანელი კრიპტო მფლობელების უმეტესობა აქტივებს ინახავს
18/07/2022
ბრიტანელი კრიპტო მფლობელების უმეტესობა აქტივებს ინახავს

კრიპტო აქტივების ბრიტანელ მფლობელთა უმეტესობა ახალგაზრდაა, მამაკაცია და თავის აქტივებს ხანგრძლივი ფლობისთვის აჩერებს. და მათი უმეტესობა თვლის, რომ კრიპტოში ფულის დაბანდება სახალისოა. ასეთი შედეგები აქვს გამოკვლევას, რომელიც მისი უდიდებულესობის საგადასახადო და საბაჟო სამსახურის (HMRC) შეკვეთით, კვლევითმა სააგენტო „კანტარ UK-მა“ ჩაატარა.

კვლევის მიზანი იყო, შეესწავლა ქვეყანაში კრიპტო აქტივების გავრცელება, მათი ტიპები და მოცულობა, ასევე პლატფორმები, რომლების გამოყენებითაც, მოქალაქეები კრიპტო აქტივების შესყიდვას ამჯობინებენ. კვლევაში მონაწილეობა ბრიტანეთის 5 916-მა ზრდასრულმა მოქალაქემ მიიღო, რომელთა შორისაც, 713 კრიპტო აქტივების მფლობელია.

კვლევა აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 10 პროცენტი ფლობს, ან ფლობდა კრიპტო აქტივებს. მათ 55 პროცენტს (ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტი) თავისი აქტივები არასდროს გაუყიდია. მხოლოდ 7 პროცენტი ფლობს 5 000 სტერლინგის ღირებულების, ან მეტ კრიპტო აქტივს, მფლობელთა დაახლოებით 52 პროცენტის ხელში კი 1 000 სტერლინგამდე ღირებულების კრიპტოა.

კრიპტო აქტივების ბრიტანელ მფლობელთა 76 პროცენტი 45 წლამდე ასაკისაა, 69 პროცენტი კი მამრობითი სქესისაა. მათი უმეტესობა (79 პროცენტი) კრიპტო ვალუტას, დაახლოებით 20 პროცენტი კი სპეციფიკურ ციფრულ მონეტებს (უტილიტი ტოკენს) ფლობს.

მფლობელთა უმეტესობა, საკუთარ აქტივებს ცენტრალიზებულ პლატფორმებზე ყიდულობს, 81 პროცენტი კი ამავე პლატფორმებზე ყიდის. 63-მა პროცენტმა ბოლო წლის განმავლობაში, თავისი კრიპტო აქტივებით მოგება მიიღო. 14-მა პროცენტმა კი იზარალა. დაახლოებით ამდენივეს, არც მოგება დაუფიქსირებია და არც – წაგება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved