გერმანიამ კრიპტოვალუტა ლეგალურ ფინანსურ ინსტრუმენტად ოფიციალურად აღიარა

Home » სიახლეები » გერმანიამ კრიპტოვალუტა ლეგალურ ფინანსურ ინსტრუმენტად ოფიციალურად აღიარა
12/03/2020
გერმანიამ კრიპტოვალუტა ლეგალურ  ფინანსურ ინსტრუმენტად ოფიციალურად აღიარა

გერმანიის ფედერალურმა ფინანსურმა სამეთვალყურეო ორგანომ (BaFin) გამოსცა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც განმარტავს ბიტკოინისა და ზოგადად, კრიპტოვალუტების სტატუსს, ხოლო კრიპტო კომპანიებისთვის რეგულირების ჩარჩოებს უზრუნველყოფს.

BaFin-ის თარგმნილი პრესრელიზი, რომელიც მარტის დასაწყისში გამოქვეყნდა, კრიპტოვალუტას განსაზღვრავს, როგორც ,,ციფრულ ფასეულობას”, რომელიც იზიარებს შემდეგ ატრიბუტებს:

● არ არის გაცემული რომელიმე ცენტრალური ბანკის ან საჯარო დაწესებულების მიერ

● იურიდიულად არ არის აღიარებული ვალუტა ან ფული

● მიღებულია გაცვლის საშუალებად

● შეიძლება იყოს გადახდის ან ინვესტიციის საშუალება

● შესაძლებელია ელექტრონულად შენახვა, გადაცემა და ვაჭრობა

ამასთან, BaFin აღნიშნავს, რომ ბიტკოინი და ზოგადად კრიპტოვალუტა განიხილება როგორც ფინანსური ინსტრუმენტები. გერმანიის მარეგულირებელი გვაძლევს ვრცელ განმარტებას, სადაც ფინანსური ბაზრის შესაბამისი ყველა ციფრული აქტივია შეტანილი.

ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კრიპტოვალუტები განსხვავდება სხვადასხვა სახის „ელექტრონული ფულისგან“, რომლებსაც კანონის სხვა ნაწილი ეხებათ.

კრიპტოვალუტების ეს ახალი კლასიფიკაცია კი მსოფლიოში არსებული სხვა რეგულატორების მიერ მოცემულ განმარტებებს ემყარება.

BaFin ასევე განმარტავს, რომ კომპანიებს, რომლებიც ისეთ სერვისებს უზრუნველყოფენ, რაც კრიპტოვალუტების გაცვლას უკავშირდება, უკვე ლეგალურ ფინანსურ ინსტრუმენტებად განიხილავს და მათთვის შესაბამის ლიცენზიებსაც გასცემს.

წყარო: http://bit.ly/2xADqbX

© 2020 MyCoins.ge all rights reserved