ეთერიუმის (Ethereum) უქმი ვეშაპების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

Home » ბლოგი » ეთერიუმის (Ethereum) უქმი ვეშაპების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა
07/03/2022
ეთერიუმის (Ethereum) უქმი ვეშაპების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

7 მარტი,

იმ დროს, როდესაც მცირე ინვესტორები ეთერიუმით (Ethereum) ვაჭრობას სულ უფრო მეტად ეტანებიან, იმ საფულეების რიცხვი, რომლებიც უკვე 7 წელი და მეტია, რაც არ გამოუყენებიათ, რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. ასეთი საფულეების უმეტესობა კი ეგრეთ წოდებულ ვეშაპებს – მსხვილ ინვესტორებს ეკუთვნით.

ბლოკჩეინის ანალიტიკაზე მომუშავე კომპანია „გლასნოუდის“ სტატისტიკის შესაბამისად, მცირე ინვესტორები აქტიურად ყიდულობენ ეთერიუმს (Ethereum). და იმავდროულად, 7.6 მილიონი ეთერიუმი (Ethereum), რომლებიც ბოლოს 2015-2017 წლებში გამოიყენეს, მსხვილ საფულეებშია შენახული.

22 თებერვლის მინიმუმის დაფიქსირების შემდეგ, ეთერიუმის (Ethereum) ფასი 2 300 დოლარიდან 20 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ბლოკჩეინის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ინვესტორებს თავდაჯერება მაინც აკლიათ. ამის მიზეზი ისაა, რომ წელს ეთერიუმის ფასი ჯამში 24 პროცენტით არის დაწეული და იმისთვის, რომ ზრდის გაგრძელება შეძლოს, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები აქვს გადასალახი.

იმავდროულად, ეთერიუმის (Ethereum) ტრანზაქციების ფასი კვლავაც მაღალია, რაც მის მინუსად რჩება და ინვესტორებს აიძულებს, ნაკლებად გამოიყენონ ეს ვალუტა, რათა გადარიცხვებისას გარდაუვალი დანაკარგები შეამცირონ.

უფრო მეტიც, ინვესტორები შიშობენ, რომ გადარიცხვების სიძვირე პრობლემად მას შემდეგაც დარჩება, რაც ეთერიუმის (Ethereum) ქსელში, გაუმჯობესებები განხორციელდება. ამ გაუმჯობესებათა მიზნებში, ტრანზაქციების დაჩქარება და გაიაფებაც შედის.

„გლასნოუდის“ მონაცემებით, მცირე ინვესტორები ეთერიუმს (Ethereum) 0.01, 0.1, 10 და 32-იანი ბიჯებით რიცხავენ, რათა მინიმუმზე დაიყვანონ ტრანზაქციების დანაკარგები.

„გლასნოუდი“ ასევე ავრცელებს საინტერესო სტატისტიკას: იმ საფულეების რიცხვმა, რომლებზეც 0.01 და მეტი ეთერი ირიცხება, 21.929 193 მილიონს მიაღწია. 0.1 და მეტი ეთერის (Ethereum) ბალანსის მქონე საფულეების რიცხვი 6.960 მილიონზე მეტია. საფულეები, რომლებზეც 10 და მეტი ეთერი ირიცხება, 280 792-ს აღწევს (ბოლო ერთი წლის მაქსიმუმი), 32 და მეტი ეთერით კი – 107 876-ზე მეტია (ბოლო ერთი თვის მაქსიმუმი).

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved