ეთერიუმი (ETH) მის რეკორდულ ნიშნულს აღწევს!

Home » ეთერიუმი » ეთერიუმი (ETH) მის რეკორდულ ნიშნულს აღწევს!
05/04/2021
ეთერიუმი (ETH) მის რეკორდულ ნიშნულს აღწევს!

ეთერიუმი (ETH) მარკეტზე #2 ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა, მის რეკორდულ საფასურს აღწევს.

კრიპტოვალუტის ღირებულებამ გასულ კვირას 6.2% ზრდა განიცადა და მის უმაღლეს ნიშნულს – $2,144-ს შაბათ დღეს მიაღწია.

ეთერიუმის (ETH) ღირებულება 2021 წლის დაწყებასთან ერთად მკვეთრად შეიცვალა. მისი საფასური $773-დან $2,144-მდე გაიზარდა, რაც წლის დაწყებასთან ერთად 180%-მდე ზრდას ნიშნავს.

„ბოლო დროს განხორციელებულმა მხარდაჭერამ Visa-ს მხრიდან, ძალიან დიდი ბიძგი მისცა კრიპტოვალუტის ფასის ზრდას“ – აცხადებს კონსტანტინ ანისიმოვი, CEX.IO-ის გენერალური დირექტორი.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის მხარდაჭერა კრიპტოვალუტის ფასზე კარგად იმოქმედებს და ეთერიუმის (ETH) ფასი შესაძლოა ძალიან მალე, მარტივად, გადაცდეს $2,100-ს.

Visa-ს მსგავსი დიდი კომპანიების მხარდაჭერის გარდა, კრიპტოვალუტის ფასზე ასევე ყოველთვის მოქმედებდა სხვადასხვა ცნობილი ადამიანების განცხადებებიც – მაგალითად, გასულ დღეებში, მილიარდერმა და ენტრეპრენუერმა, მარკ კუბანმა, განაცხადა, რომ მასაც აქვს საკუთარ ანგარიშზე ეთერიუმი (ETH), ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ეს კრიპტოვალუტა ყველაზე ახლოსაა „ნამდვილ ვალუტასთან“.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ექსპერტების თქმით, ეთერიუმი (ETH) 2021 წელს თითქმის ისეთივე პროგრესითა და განვითარებით იწყებს, როგორც ბიტკოინი (BTC). ეს ყველაფერი კი კრიპტომოყვარულების აზრით, იმის ფიქრის საშუალებას გვაძლევს, რომ ეთერიუმი (ETH) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული კრიპტოვალუტა იქნება 2021 წელს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved