ვიტალიკ ბუტერინი ეთერიუმზე (Ethereum) გავლენას კარგავს

Home » ბიტკოინი » ვიტალიკ ბუტერინი ეთერიუმზე (Ethereum) გავლენას კარგავს
21/04/2022
ვიტალიკ ბუტერინი ეთერიუმზე (Ethereum) გავლენას კარგავს

კრიპტო ვალუტების ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, ეთერიუმის (Ethereum) თანადამაარსებელი და განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, ვიტალიკ ბუტერინი ამბობს, რომ ეთერიუმზე (Ethereum) გავლენას თანდათან კარგავს, რაც სიახლეების დანერგვაში ხელს უშლის.

ბუტერინი ამბობს, რომ კრიპტოინდუსტრიას აქვს „ბევრი დისტოპიური პოტენციალი, თუ ის არასწორი მიმართულებით განვითარდება“, რაც ყურადღებას საჭიროებს. ამასთან, ის შიშობს, რომ ეთერიუმზე (Ethereum) მისი გავლენა თანდათან კლებულობს და მეორე უდიდეს ციფრულ ვალუტაზე, ახლა იმაზე ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე თუნდაც ექვსი თვის წინ ჰქონდა.

ტექნოლოგიური სფეროს ბიზნესმენსა და ინვესტორ ნავალ რავიკანტთან საუბრისას, ბუტერინმა განაცხადა, რომ ეთერიუმზე გავლენას ყოველ ექვს თვეში კარგავს, რაც საკუთარი იდეების განხორციელებაში უშლის ხელს. მან ეთერიუმის (Ethereum)  საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესს, „ვეტოკრატიული“ უწოდა და ამ მხრივ, სიტუაცია იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე თუნდაც სამი წლის წინათ იყო.

„მუდმივად მაქვს იმის შეგრძნება, რომ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სიახლეების ფანჯარა თანდათან იხურება. დიდი საქმეების გაკეთება ახლაც უკიდურესად გაძნელებულია“, – სწუხს ბუტერინი. ის აკონკრეტებს, რომ მის მიერ შეთავაზებული რამდენიმე სიახლე, რომელთა მიზანიც ეთერიუმის (Ethereum)  გაუმჯობესება იყო, უარყოფილ იქნა.

ბუტერინს მაგალითად მოჰყავს სიახლეების პაკეტი ინდექსით EIP-4488, რისი ერთ-ერთი მიზანიც, მოკლევადიან პერიოდში, ეთერიუმის (Ethereum) დაგროვების ღირებულების შემცირება იყო. მაგრამ მმართველებმა ამ წამოწყებას წითელი შუქი ქუნთეს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved