ილონ მასკის „ვეგასურ მარყუჟზე“ ბილეთი დოგკოინზეც გაიყიდება

Home » არაკატეგორიზირებული » ილონ მასკის „ვეგასურ მარყუჟზე“ ბილეთი დოგკოინზეც გაიყიდება
08/07/2022
ილონ მასკის „ვეგასურ მარყუჟზე“ ბილეთი დოგკოინზეც გაიყიდება

ილონ მასკის კომპანია „ბორინგ კომპანი“ (The Boring Company), რომელიც მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემების მშენებლობაზეა სპეციალიზებული, ლას ვეგასის ტრანზიტული სისტემის მგზავრებისგან, დოგკოინის (Dogecoin) მიღებასაც იწყებს. ამის შესახებ, ინფორმცია CNBC-მ გაავრცელა.

„ბიტპეიზე“ (BitPay) დოგკოინით (Dogecoin) მგზავრობის ბილეთების შესყიდვის ოპციები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ლას ვეგასის სატრანსპორტო სისტემა „ვეგას ლუპის“ (ვეგასის მარყუჟი) ახალი სადგური გაიხსნა. თავად „ბორინგ კომპანის“ (The Boring Company) ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია.

მასკმაც ეს ტვიტერით გააკეთა მას შემდეგ, რაც „ვეგას ლუპით“ (Vegas Loop) მგზავრობასთან დაკავშირებით, ტვიტერზე კითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთ შეკითხვაზე მან ასეთი პასუხი გასცა: „დოგეს მხარს ვუჭერ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“.

იმავე დღეს, დოგკოინის ფონდის გრაფიკულმა დიზაინერმა ტვიტერზე გააზიარა ვიდეო, რომელზეც ჩანს, „ბიტპეიზე“ (BitPay) როგორ ათვალიერებს „ვეგას ლუპის“ (Vegas Loop) ბილეთის დაჯავშნის გვერდს და დღიურ ბილეთს, 37.52 დოგკოინის (Dogecoin) საფასურად ყიდულობს.

ახალი სადგური მეოთხეა იმ მიწისქვეშა წრიული გზისა, რომელიც ლას ვეგასის ქვეშ, „ბორინგ კომპანიმ“ (The Boring Company) ააგო. მის გვირაბებში „ტესლას“ ავტომობილები მოძრაობს, რომლებსაც მძღოლები ჰყავს. თუმცა მომავალში გვირაბებში უპილოტო ელექტრომობილები ივლის.

მასკი და მისი კომპანია, თავიდან ლას ვეგასის მიწისქვეშ სუპერ სატრანსპორტო ქსელის, „ჰაიპერლუპის“ (Hyperloop) აგებას აპირებდნენ, რომელშიც მაგნიტურ ამძრავიან კაპსულებს, მაღალი სიჩქარით უნდა ევლო. მაგრამ პირველ ეტაპზე, უფრო მარტივი „ვეგას ლუპის“ (Vegas Loop) ექსპლუატაციაში გაშვება გადაწყდა, რომელიც პერსპექტივაში, „ჰაიპერლუპად“ (Hyperloop) გარდაიქმნება. ამგვარად, მასკის უკვე მესამე კომპანია იწყებს დოგკოინის გადახდის საშუალებად გამოყენებას. პირველმა დოგკოინების მიღება „ტესლამ“ (Tesla) დაიწყო, ოღონდ ელექტრომობილების მწარმოებელი, კრიპტო ვალუტაზე მხოლოდ პროდუქციის ნაწილს (არა ავტომობილებს) ყიდის. მეორე კოსმოსური ტურიზმის კომპანია „სპეისიქსია“ (SpaceX), რომლიც თავისი მომსახურებების ნაწილში იმავე დოგკოინს მიიღებს

© 2020 MyCoins.ge all rights reserved