ილონ მასკს დოჯქოინით (Doge) მანიპულაციებში ადანაშაულებენ

Home » ბლოგი » ილონ მასკს დოჯქოინით (Doge) მანიპულაციებში ადანაშაულებენ
17/06/2022
ილონ მასკს დოჯქოინით (Doge) მანიპულაციებში ადანაშაულებენ

მილიარდერ ილონ მასკს და მის კომპანიებს, დოჯქოინით (Doge) მანიპულაციებში ადანაშაულებენ და მათგან 258 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვენ. მასკს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში, ვინმე ინვესტორი კიტ ჯონსონი უჩივის, ვინც ირწმუნება, რომ მასკმა, მისმა კომპანიებმა – „ტესლამ“ და „სფეის იქსმა“, ასევე დოჯქოინით (Doge) შემქმნელებმა, შეიმუშავეს კრიპტო-პირამიდა, რომელიც ინვესტორებს ტვიტერში გამოქვეყნებული პოსტების მეშვეობით იზიდავდა.

ჯონსონი ხელმძღვანელობს კოლექტიურ სარჩელს, რომლითაც პირადად მასკისგან, 86 მილიარდი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვს. გარდა ამისა, დოგკოინის ინვესტორები  ირწმუნებიან, რომ დანაშაულებრივი სქემის გამო, მათ 172 მილიარდი დოლარი იზარალეს და ამ თანხის ანაზღაურებას მოითხოვენ. სარჩელში ლაპარაკია იმაზე, რომ მოთხოვნილი თანხა, 2019 წლიდან განხორციელებული სავაჭრო გარიგებებით მიღებულ ჯამურ ზარალს ასახავს.

სარჩელში ლაპარაკია იმაზე, რომ მასკის ტვიტები არის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც დოგკოინის ფასის ზრდას, ან ვარდნას იწვევს. მათი გამოქვეყნება კი იმის მიხედვით ხდებოდა, თავად მასკი და მისი კომპანიები დოგკოინის გაყიდვას აპირებდნენ, თუ – ყიდვას.

მასკი ყოველთვის გამოირჩეოდა დოჯქოინით (Doge) მხარდაჭერით და მასზე ტვიტებს მანამდეც აქვეყნებდა, სანამ კრიპტო ბაზარზე, 2020 წელს აღმავალი ტრენდი დაიწყებოდა. მისი კომპანიები, „ტესლა“ და „სპეის იქსი“, პროდუქციის და მომსახურების ნაწილს, დოჯქოინით (Doge) ყიდიან.

სარჩელში მოყვანილია უორენ ბაფეტის, ბილ გეიტსის და სხვა გავლენიანი ადამიანების კომენტარები კრიპტო ვალუტებზე, რომლებშიც ისინი ლაპარაკობენ იმაზე, რომ ციფრულ ვალუტებს ღირებულება არ აქვს. მათი გამონათქვამების საფუძველზე, ჯონსონი ასკვნის, რომ ეს ყველაფერი, პირამიდულ სქემას ჰგავს.

კრიპტო საზოგადოებამ უკვე გააკრიტიკა სარჩელი. დოგკოინის ერთ-ერთი შემქმნელი შიბეტოში ნაკამოტო (ასევე ცნობილია ბილი მარკუსის სახელით) ჯოსონის სარჩელს სისულელეს უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ კრიპტოებით ვაჭრობა, აზარტული თამაშებისგან ბევრად არ განსხვავდება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved