„ინტელმა“ მაინინგის ახალი ჩიპი – ბლოკსქელი გამოუშვა

Home » ბიტკოინი » „ინტელმა“ მაინინგის ახალი ჩიპი – ბლოკსქელი გამოუშვა
05/04/2022
„ინტელმა“ მაინინგის ახალი ჩიპი – ბლოკსქელი გამოუშვა

ნახევარგამტარების მწარმოებელმა გიგანტმა „ინტელმა“ საზოგადოებას წარუდგინა თავისი ახალი პროდუქტი – ბიტკოინის (BTC) მაინინგის ჩიპი „ბლოკსქელი“. ASIC მოწყობილობა (ASIC – aპლიკაციისთვის-სპეციფიკური ინტეგრირებული წრედი/სქემა) „პრუფ-ოფ-ვორკ“ (PoW) ოპერირებისთვის არის შემუშავებული და SHA-256 შიფრს იყენებს.

„ინტელის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ბლოკსქელის“ ჰეშ-სიხშირე წამში 580 გიგაჰეშია (წამში 0.58 ტერაჰეში). ის 4.8-22.7 ვატ სიმძლავრეს მოიხმარს, მისი ენერგო ეფექტურობა კი ტერაჰეშზე 26 ჯოულს აღწევს. შესაძლებელია ჩიპების გაერთიანება მაინინგის ერთ ბლოკში. საერთო ჯამში, ერთ ჯაჭვში 256 ინტეგრირებული სქემის ჩართვა შეიძლება.

შედარებისთვის, „ბიტმაინის“ წარმოების „ანტმაინერ S19 პროს“, რომელიც ამჟამად ბიტკოინის მაინინგის სფეროში საუკეთესო მოწყობილობაა, სიმძლავრე წამში 110 ტერაჰეშია და 3 250 ვატ სიმძლავრეს საჭიროებს. მისი ენერგო ეფექტურობა, ტერაჰეშზე 30 ჯოულია. თეორიულად, 256 ცალი „ბლოკქსეილის“ ჩიპით აწყობილი ბლოკის სიმძლავრე წამში 148.5 ტერაჰეშს მიაღწევს და 1 228-5 811 ვატს მოიხმარს.

„ინტელი“ აცხადებს, რომ ჩიპ „ბლოკსეილის“ მიწოდებას 2022 წლის მესამე კვარტალში დაიწყებს. ახალი ჩიპის პირველ მყიდველთა შორის არიან კომპანიები „არგო ბლეკჩეინი“, „ბლოკი“, „ბლოკჩეინ ტექნოლოჯიზი“, ასევე GRIID.

„ინტელის“ ბლოკჩეინის და ბიზნეს გადაწყვეტების განყოფილების გენერალური მენეჯერი ხოსე რიოსი ამბობს: „ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც მსოფლიოში ციფრული ვალუტების მდგრად ეკოსისტემას ავითარებენ. „ინტელის“ ASIC ჩიპი „ბლოკსქელი“, ბიტკოინის მაინინგის კომპანიებს, სტაბილური განვითარების და ჰეშირების სიმძლავრის გაზრდის საშუალებას მისცემს“.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved